გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" 35 წლის მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მას საქართველოსა და შვედეთის მატჩის წინ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამასთან დაკავშირებით ნავალოვსკიმ თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით. ვარ ამაყი და ბედნიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი პიროვნება ხარ გიორგი! მადლობა საუკეთესო ფეხბურთისათვის, გარჯისათვის, იმისათის რომ როცა თამაშობდი სულ მქონდა შენი იმედი! წარმატებები შემეგ ფაზაში!
aburjga
14 ნოემბერი 2021 20:32
0
გიორგი გმადლობთ კარგი,გულიანი და თავდადებული თამაშებისათვის,მე ყოველთვის მიყვარდა შენი თამაშის ყურება.
გიორგი გისურვებ ჯანმრთელობას და ყველა სასიკეთო საქმეში წარმატებებს,სულ გამარჯვებებით გევლოს.
თერჯოლელი
14 ნოემბერი 2021 20:21
0
მადლობა შენ გიორგი, იშვიათი მონდომების და გულიანი კაცი ხარ. წარმატებები შენ სპორტულ და პირად ცხოვრებაში.
გაიოზი
14 ნოემბერი 2021 15:45
0
Madloba Giorgi martlac gulianad ibrdzodi da cdikovdi maqsimumis gaketebas qartveli gulshematkivari madlieria ssmshoblosadmi siyvarulistvis tavdadebistvis ghmerti shegewios imedi win kide bevri warmatebebi gelis ganatleba da gamocdileba moaxmare momaval taobebs.
Kaxa
13 ნოემბერი 2021 21:37
0
ნამდვილი ჟილკა!!!! მადლობა
rigiti
13 ნოემბერი 2021 21:32
0
მადლობა გიორგი ყველაფრისთვის.
გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ცხოვრებაში.
შალვა 73
13 ნოემბერი 2021 20:14
0
გიორგი მართლაც ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა და მასზე საყვედურს ვერავინ ამბობდა.ამიტომ მადლობას ვუხდი განვლილი კარიერისათვის.მისით განსაკუთრებით ვამაყობდი,მას განსაკუთრებით ვგულშემავტკივრობდი,რადგან პაპამისი,ჩემი სოფლის შვილი იყო.წარმატებებს გისურვებ,გიორგი,ჯერ კიდევ როგორც ფეხბურთელს და მერეც,როცა აქტიურ კარიერას დაამთავრებ და ახალ სფეროში გადაინაცვლებ.
სოსო
13 ნოემბერი 2021 19:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული