ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილს იკავებს. შესაძლოა, დეკემბერში ცვლილებამ გაგაკვირვოთ, რადგან უკანასკნელად ნოემბერში ვიასპარეზეთ, თუმცა ამის მიზეზი ჩვენზე წინ მდგომი ბაჰრეინის დაქვეითებაა. მიმდინარე თვეში, პორტუგალიელი სოუსას აზიურმა ნაკრებმა ერაყთან ფრედ (0:0) ითამაშა, ომანთან კი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.
როცა წლის დასაწყისში "ჯვაროსნებს" სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა, მაშინ საერთაშორისო რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებდით. ასე რომ, პროგრესი გვაქვს - 4 ადგილით დავწინაურდით.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს გეგმებს - მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. მოწინააღმდეგეები ჯერ
დადგენილი არაა, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩავერთვებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ჩრდ. მაკედონიას (67-ე) უჭირავს, ბულგარეთი 71-ეა, გიბრალტარი კი - 203-ე.
ფიფას რეიტინგის პირველი ათეული უცვლელია:
1. ბელგია;
2. ბრაზილია;
3. საფრანგეთი;
4. ინგლისი;
5. არგენტინა;
6. იტალია;
7. ესპანეთი;
8. პორტუგალია;
9. დანია;
10. ნიდერლანდები
სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა