შეტევა სანიოლის მოღვაწეობის დასაწყისში
საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის წინა საქმიანობებისა და საწყისი თამაშების მიხედვით ისე ჩანდა, რომ ვილი სანიოლს ტანმაღალი, გამოკვეთილი ფორვარდით თამაში და შეტევის ასე გაგრძელება მოსწონდა და შეტევაში მისი ძირითადი ტაქტიკური იარაღი იყო.
ეს ტენდენცია საკმაოდ დიდხანს გამოიკვეთა, რაც გიორგი მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში გამოძახებამაც ვერ შეცვალა, რომელიც უფრო მოძრავია და არა კლასიკური "ცხრიანი".
კიდევ ერთხელ
ხვიჩას როლი
საქართველოს ნაკრების შეტევების განვითარება, დიდწილად, ხვიჩა კვარაცხელიასა და შეტევის მარცხენა ფლანგზე მოდის. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ნაკრებში ართმევებშიც გამორჩეულია, მეტოქის შეტევას შლის და შემდეგ საკუთარი გუნდისას ავითარებს.
გარდა ამისა, კვარაცხელია იდეალურია ისეთი მოცემულობის დროს, როცა ჩვენს ნაკრებს ბურთი ხშირად არ აქვს, მაგრამ მისი მოპოვებისთანავე, "კვარა" საკუთარი სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე, მეტოქის ნახევარსა და საჯარიმოსთან დიდ უპირატესობას ქმნის.
დაგვირგვინების ნაწილში ხვიჩას ძალა გასულ შესარჩევში კარგად ვნახეთ, როცა მან ესპანეთსაც გაუტანა, შვვედეთსაც და საბერძნეთსაც.
რა გვაკლია შეტევაში?
სანიოლის გუნდს უჭირს პრესინგის თამაში როგორც საკუთარ, ისე მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს. არადა, დაკარგული ბურთის მალევე დაბრუნება შეტევის განვითარების საშუალებას გაძლევს.
რაც ბოლო ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა, ის იყო, რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ეზრუნათ, რაც შეტევაში ძალებს გვართმევდა. ნახევარდაცვიდან ბურთის წინ სწრაფად გადატანა გვირთულდება, ასეთ დროს კი მეტოქე უკანა ხაზში დალაგებას ასწრებს.
შეტევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ზონების სწორად ათვისება, უბურთოდ მოძრაობა, უპირატესობის შექმნა, რაზეც ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.
ვინ ითამაშებს წინა ხაზზე?
სავარაუდოა, რომ სანიოლის ძირითადი ტაქტიკა 3-4-3 ან 3-5-2 უნდა იყოს. რაც ნამდვილად ვიცით, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.
ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ფორვარდის პოზიციაზე ბუდუ ზივზივაძის გამოჩენა ლოგიკური უნდა იყოს, თუმცა ისეთ მჭიდრო გრაფიკში, რაც ივნისში გვექნება, ცვლილებები როგორც თამაშისას, ასევე მომავალი შეხვედრის წინაც მოსალოდნელია.
გიორგი მიქაუტაძე, დავით ვოლკოვი, გიორგი ქვილითაია - ეს იმ ფორვარდების ჩამონათვალია, რომელთა "ერთა ლიგის" განაცხადში ყოფნა ლოგიკურად გამოიყურება.
კარგია, როცა შეტევაში წარმატებას მხოლოდ ჩაწოდებებში არ ვეძებთ, თუმცა, როცა წინა ხაზზე ამ ტიპის ფეხბურთელი გყავს, მაშინ ფლანგური გადაცემების გამოყენებაც აუცილებელია, რაც, მაგალითად, ალბანეთთან (მარტში), როცა ვოლკოვი სასტარტოში იყო, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ და ამით მას ერთ-ერთი მთავარი კოზირი გამოვაცალეთ.
ასე რომ, ნაკრების მწვრთნელს ბევრი მუშაობა დასჭირდება, რათა სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირება მოხდეს, რაც პრინციპში, ამხანაგურ მატჩებში მაქსიმალურად გამოიყენა.
როცა ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომელთაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, გამოცდილი ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი არ უნდა დაგვავიწყდეს; თავის შანსს ისევ ელის გიორგი ბერიძე. უფრო მეტს კი მთავარი მწვრთნელის არჩევანიდან გავიგებთ.
"ერთა ლიგას" 2 ივნისს, ჯგუფის უსუსტეს წევრ გიბრალტარის მასპინძლობით ვიწყებთ.
ვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...
ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?
დაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"
ვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა
ბიჯო! გიბლარტალთან თუ გაგვიჭირდა, სართოდ რატომიდიან სათამაშოდ?
/.......... მე მგონია, რომ გაგვიჭირდება,
რატომ?
გიბრალტარს ფარჩაკ გუნდათ ვთვლით და ზუსტად იმიტომ. სხვასთან სათამაშოდ გასვლაც არ ღირს, ისევ ჯობია ოლიმპიურ სისტემით ვეთამაშოთ.
როგორ?
კაი სისტემაა ოლიმპიური, წააგე? წადი სახლში.. მერე თუ გინდა ძველ ახალწლამდე დეისვენე გიშლის ვინმე თუ?
გავსლით თამაშებზე კიდე არ უნდა დაიტვირთოს ზედმეტად. მართლა რამდენი ხანია გადაბმულად თამაშობს და თან წინ ისეთი კალენდარი გაქვს
შუაზე რონ გაიხეს ერთი კაცი ძნელი იქნება მაკედონიის და ბულგარეთის დამარცხება. ამას რეალურად უნდა შევეგუოთ. მაკედონიამ იტალიას მოუგო ბოლოსდაბოლოს.
ნუ ჩვენ შვედებს მოვუგეთ მაგრამ ყველა თამაშზე ვერ იქნება ისეთ ფორმაში, როგორშიც შვედეთთან იყო.
ღმერთმა დაიფაროს და ტრავმა მიიღოს ან რამე, მერე რას ვშვებით?
კატეგორიულად არ მომწონს მთელი ნაკრების ერთ კაცზე აწყობა და დამოკიდებულება.
ზოგადად ქართველები ყველა სფეროში ეგრე ვართ, ერთ კაცს გავხდით მესიად და მერე ვაი და რამე შეეშალოს მიწაში დავმარხავთ.