სანიოლი: უკვე ბულგარეთში თამაშზე ვფიქრობ - მთავარი ძალების აღდგენაა

AutoSharing Option
გიბრალტართან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ (4:0) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ვიცოდით, რომ გიბრალტარი ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდია, თუმცა საკუთარ საქმესა და თავზე ფოკუსირება გვსურდა. დასაწყისი და შეხვედრის ბოლო კარგი გამოვიდა, მაგრამ მატჩის შუა ნაწილში მეტი შეგვეძლო. უახლოესი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ახლა სრული კონცენტრირება ბულგარეთთან დაპირისპირებაზე უნდა გადავიტანოთ.

დღევანდელი მიქაუტაძე სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც სექტემბერ-ოქტომბერში ვიხილეთ. მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. მან კარგად გაითავისა, თუ რაზე უნდა ემუშავა. გიორგიმ ბევრი იშრომა. საბა ლობჟანიძე ძალიან გუნდური
მოთამაშეა, ვნახეთ, შეხვედრის ბოლოს 2 როგორი პასი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა 24 საათში ძალები სრულად აღიდგინოს.

ეს გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს თუ არა, ამას უფრო ბულგარეთთან მატჩი გამოაჩენს. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, რადგან გულშემატკივრები აუცილებელ გამარჯვებას ითხოვდნენ. ამ ეტაპზე უფრო მეტ ყურადღებას ფიზიკურ აღდგენას დავუთმობთ და მენტალური კუთხით პრობლემა არ უნდა არსებობდეს. წიტაიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათში გვექნება და იმედია, პოზიტიური იქნება.

ჩაკვტაძემ იმიტომ ითამაშა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მონდომებული იყო. ის ძალიან ნიჭიერია. დღეს ბევრი კარგი რამ გააკეთა. არის ეპიზოდები, რომლებითაც კმაყოფილი არ ვარ. ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ბულგარეთში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აღიდგენს ძალებს.

უკვე ვფიქრობ იმაზე, როგორ ვითამაშებთ ბულგარეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 24 საათში ბევრი რამ შეიცვლება. ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელთაც გუნდში სიახლის შემოტანა შეუძლიათ.

რაც შეეხება თამაშის შუა ნაწილს, ბევრი არაზუსტი პასი და ზოგიერთი მოთამაშის ნაკლები კონცენტრაცია ვიხილეთ. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შეხვედრის დასასრულს 2 გოლის გატანა ნიშნავს, რომ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს.

უკვე 6 თვეა, რაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვმოქმედებთ ბურთთან ერთად და მის გარეშე. ამ ტაქტიკით სტაბილურობა ვიპოვეთ და რთულია, მას შევეხოთ. არ გვინდა რამე ახალი მოვიგონოთ. თუმცა, ვერ გეტყვით, ბულგარეთში როგორ ვითამაშებთ.

ლობჟანიძეს მოსწონს სირბილი, პასების გაცემა და კარგი მენტალობა აქვს. მოხარული ვიქნები, თუკი მისი ეს განწყობა ყველას გადაედება. ნაკრებში კარგი განწყობა და ჯანსაღი კონკურენციაა.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომ ასეთი ფანტასტიკური გარემო შექმნეს. 12 ივნისსაც იმავეს ველით".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ თამაშში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ მოძრაობდნენ წინა ხაზის მოთამაშეები, როგორ ცდილობდნენ გახსნას და პასის მიღებას. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პასები არ ჩანდა. კვეკვესკირის გამოსვლამ, ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა (ეეეეჰ, ყიფიანი!)
გულშემატკივარი
16:01 03-06-2022
0
ყაზაიშვილს რატო იძახებენ ნაკრებში საერთოდ ეგეთი უგულო უემოციო უპასუხიმგებლო მერე არაა მსოფლიოში ტიპი დადის არ დარბის საერთოდ გეგონება ვინმეძალით ათამაშებს წადი ბიძია კორეაში და იქ იარე
მაკა
11:23 03-06-2022
4

სიახლეები პოპულარული