საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში გამგზავრებამდე რაზგრადში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა 6 ივნისს ს.კ." ლუდოგორეცის" საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს
"პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

alt"ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს" - ჩრდილომაკედონიური მედია

alt"ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

alt"მასში გადახდილი თანხა გამართლებულია..." - იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

altკომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავისუფლად ბანდა, ფინალის ტოლფასი დაპირისიპირებაა, რომელიც სახლში გასვლა პრინციპითაა... ეხლა თუ მოვიგებთ წარმოიდგინეთ სექტემბერში რა თავისუფლად ვითამაშებთ... C დივიზიონი უნდა გავარღვიოთ...
რა მაფიაა?
00:44 07-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული