საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა 6 ივნისს ს.კ." ლუდოგორეცის" საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.
8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს
"პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge