9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
Yutub -ზე ,გადის პირდაპირი ტრანსლაცია
დავითი
09 ივნისი 2022 20:11
0
უეფა-ს რა ვუთხარი, რომ 31-ში არ დანიშნა ეს თამაში, არა ივნისი 30-ით არის მგონი, თორემ პირდაპირ ტექნიკური მოგება უნდა ჩაეთვალა ჩვენთვის...
დდდ
09 ივნისი 2022 17:52
0
დარწმუნებული ვარ ყველა აცნობიერებს რომ დღევანდელი მატჩი არის უმნიშვნელოვანესი სატურნირო თვალსაზრისით დღეს თუ მოვიგებთ 9 ქულას დავაგროვებთ მაკედონიას გავუსწრებთ 5 ქულით რაც სერიოზული ფორაა ამ ტურნირზე რეალურად ფრეეც გვაწყრობს მაგრამ წაგება დაუშვებელია.
გიო
09 ივნისი 2022 17:06
0
მეგობრებო! თქვენი პროგნოზი დღევანდელ თამაშზზე? ჩემი ვარაუდით: ფრე, ან კიდევ 2-1 (ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ჩვენებმა მოიგონ!)
ქომაგი
09 ივნისი 2022 15:08
21
"ქომაგი" სარკაზმია? ასე ქომაგობ საერთოდ? მსგავსი პროგნოზის გაკეთება მაკედონიელებსაც გაუჭირდებათ, ყოჩაღ შენ.
სიმართლე
09 ივნისი 2022 19:36
1
არა გრცხვენია? რა სარკაზმი, რის სარკაზმი რეებს იძახი? ჩემნაირი ქომაგი, ბევრი ყავდეს ჩვენს ნაკრებს გამიხარდებოდა. რა, ახალი ამბავია, ყოველი თამაშის წინ, რომ გულშემატკივრები პროგნოზს აკეთებენ? რა ჩემი გაგიკვირდა? შენნაირი ჩასაფრებულები ბევრი ვიცით, წახვალთ და ლანძღვას გინებას, რომ არ აკლებთ ჩვენს ბიჭებს. იმისი დე...დაც, ვისაც ჩვენი ნაკრების მოგება არ გაუხარდეს.
ვითომ სიმართლეს. ქომაგისგან.
09 ივნისი 2022 20:54
0
სერგო მართალია, ჩვენ ბიჭებს ამ ეტაპზე ჯიგარი არ დაეწუნებათ. ჩვენი დროა, მგონი ოქროს თაობა მოვიდა.
ამო
09 ივნისი 2022 18:18
0
ეს რა "მაგარი" 'არგუმენტებია". იმათმა რომ იტალიას მოუგეს, ეს არ არის არგუმენტი? ევროპაზე რომ უდიდესი გამოცდილება მიიღეს ეს არ არის არგუმენტი? ორჯერ რომ 10 კაციან გუნდს ვერ მოვუგეთ, ეს არ არის არგუმენტი?
პ.ს. მოგება ყველას გვინდა, მაგრა ნუ ვქმით აჟიოტაჟს არაფრისგან.
ვერგავიგე
09 ივნისი 2022 18:03
2
https://m.youtube.com/watch?v=ak1lY-s8lp0
Haaland
09 ივნისი 2022 22:10
0
რამდენი ვეძებე მაივიდეოზე, პირველ არხზე, ფბ ზე((( იუტუბი არ ვიცოდი
რეზო
09 ივნისი 2022 20:59
1
ლინკი ჩააგდეთ YouTube, გთხოვთ
American
09 ივნისი 2022 20:46
0
გამარჯობა მეგობრებო უცხოეთში როგორ ვუყურო ფეხბურთ ?
Dato
09 ივნისი 2022 18:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული