9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
დარწმუნებული ვარ ყველა აცნობიერებს რომ დღევანდელი მატჩი არის უმნიშვნელოვანესი სატურნირო თვალსაზრისით დღეს თუ მოვიგებთ 9 ქულას დავაგროვებთ მაკედონიას გავუსწრებთ 5 ქულით რაც სერიოზული ფორაა ამ ტურნირზე რეალურად ფრეეც გვაწყრობს მაგრამ წაგება დაუშვებელია.
გიო
09 ივნისი 2022 17:06
0
ჩრ. მაკედონიის 10 ნომერია გასაჩერებელი! პირადად მიუჩინეთ დავითაშვილი ან ლობჟანიძე, თორემ აგვიკლებს კაკაბაძის ფლანგიდან!
მწვრთვნელი
09 ივნისი 2022 16:47
2
კარგია იპტიმიზმი, მაგრამ ბაქიბუქობაში არ გადაგვივიდეს, რაც ცუდად მიქმედებს შემდეგ.
წარმატებები ნაკრებს!!
ბათუმი
09 ივნისი 2022 16:04
14
მეათე - ჯიგარი!
სერგო
09 ივნისი 2022 15:49
0
შენი აზრით მაგ ვითომ მაკედონიელებს ჯიგარი ამოჭრილი აქვთ? ეგ ჯიგარი სად იყო მაშინ? ნუ მოიგონებთ ხოლმე რაღაცას!
ბს
09 ივნისი 2022 19:09
2
ჩრ. მაკედონიის დანაკლისი ჩაამატეთ მეათე პუნქტად, 5-6 კაცი აკლია. ხო კიდევ დასწრება არ იქნება დიდი - ბილეთზე დაწესებული მაღალი ფასის გამო. მოკლედ უეჭველი ვიგებთ, სავარაუდოდ 2 ბურთიანი სხვაობითაც.
მიშა
09 ივნისი 2022 15:30
2
გაბრაზებული არ ვარ, მე გულდაწყვეტილი ვარ. იმიტომ რომ ფინალში გავედით და ძირითადი ბირთვის დიდი ნაწილი შემადგენლობა არ გვაყავდა. გულდაწყვეტილი ვარ იმით რომ სახლის უპირატესობაც ვერ გამოვიყენეთ. შესაძლებელი იყო და ყველგან ნებადართული 30% მაყურებელი, მაგრამ მთავრობამ აკრძალა ეს რაოდენობაც. ამ ერთობამ განაპირობა ჩვენი ოცნება აგვეხდინა ევროპის ჩემპინატზე მონაწილეობისა. არც მაშინ და არც ახლა ჩრდ. მაკედნიის გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. სამართალი უნდა აღვადგინოთ დღეს. წარმატება საქართველოს!!
G.LA
09 ივნისი 2022 15:24
0
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი უტოპიად ჩანს აქ პირველზე თუ გავედით პლეი ოფში, იქ ბოლო ევროტურნირებზე ვერ გასვლით დამწუხრებული და ამასთანავე მოტივირებული თურქეთი ყველა იმედს პირველივე შეხვედრაში გადაგვიწურავს სამწუხაროდ, მაგრამ ეს გუნდი კარგი მწვრთნელის ხელშია და სანიოლმა უპოვა ნაკრებს ის გასაღები რომელიც ვერცერთმა სხვა მწვრთნელმა ვერ მოარგო მის კლიტეს , ეს კი პერსპექტივაში საშუალო ევროპული კალიბრის ნაკრებად ქცევის ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია და მალე სტიაშკის დასხმასაც დაიწყება.
Pryero
09 ივნისი 2022 15:18
15
ჯერ ერთი თურქეთი თუ კარგ ფორმაში იქნება შესაძლოა ძირითადი გზიდანაც კვალიფიცირდეს და საერთოდ აგვცდეს, მერე მეორე სულაც არ არი ფაქტი რომ თუ შედარებით ცუდ ფორმაში იქნება (როგორც ახლაა, შეხედეთ მაგათ ჯგუფს, ლუქსემბურგი, ფარერი და მკვდარი ლიეტუვა -მაგათ რო უგებს არაფერს არ ნიშნავს ეგ) აუცილებლად მოგვიგებს თურქეთი, არანაირად!!

თუმცა მაგ ფსიქოლოგიით თუ გავალთ, რომ ის უფრო მაგარია და უნდა მოგვიგოს, არც არსად არ გვეკუთვნის გასვლა - აგერ ჩრდ. მაკედონიამ იტალია დატოვა მუნდიალის გარეშე, წინა მუნდილ გამოტოვებული და გამწარებული.

ცოტა დაძაბეთ ტვინის რუხი უჯრედები
ჩეტო
09 ივნისი 2022 17:01
1
აბსოლუტურად მართალი ხარ ღვთისავარჩიკ, ყველაფერში გეთანხმები!
ტყეშელაანთ გიჟი
09 ივნისი 2022 15:17
0
მეგობრებო! თქვენი პროგნოზი დღევანდელ თამაშზზე? ჩემი ვარაუდით: ფრე, ან კიდევ 2-1 (ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ჩვენებმა მოიგონ!)
ქომაგი
09 ივნისი 2022 15:08
21
არა გრცხვენია? რა სარკაზმი, რის სარკაზმი რეებს იძახი? ჩემნაირი ქომაგი, ბევრი ყავდეს ჩვენს ნაკრებს გამიხარდებოდა. რა, ახალი ამბავია, ყოველი თამაშის წინ, რომ გულშემატკივრები პროგნოზს აკეთებენ? რა ჩემი გაგიკვირდა? შენნაირი ჩასაფრებულები ბევრი ვიცით, წახვალთ და ლანძღვას გინებას, რომ არ აკლებთ ჩვენს ბიჭებს. იმისი დე...დაც, ვისაც ჩვენი ნაკრების მოგება არ გაუხარდეს.
ვითომ სიმართლეს. ქომაგისგან.
09 ივნისი 2022 20:54
0
"ქომაგი" სარკაზმია? ასე ქომაგობ საერთოდ? მსგავსი პროგნოზის გაკეთება მაკედონიელებსაც გაუჭირდებათ, ყოჩაღ შენ.
სიმართლე
09 ივნისი 2022 19:36
1
გაითვალისწინეთ, რომ დიდი ჯაფა დაადგება ლობჟანიძე-კაკაბაძის ფლანგს! ჩრ. მაკედონიას უყვარს ამ ფლანგიდან შეტევების წარმოება! ასე, რომ დაზღვეული უნდა ვიყოთ! მათ 10 ნომერს კი პირადად მივუჩენდი მოთამაშეს, მაგალითად დავითაშვილს ან ლობჟანიძეს, რომ მთელი თამაში აედევნოს და ფეხი არ გაანძრევინოს! ძნელი თამაში იქნება და თუ 1-1 ან 2-2 დამთავრდა წარმატება უნდა იყოს ჩვენი ნაკრებისთვის!
მწვრთვნელი
09 ივნისი 2022 14:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული