საშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაროკოსთან 0:2 მარცხდება.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას
და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30)

მაროკო: ბუნუ, საისი, აგერდი, ჰაკიმი, ატიატ-ალა, ზიეში, ამალა, ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი, კიტეიშვილი, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 51 /
არ არის ხვიჩა? - არ არის ფეხბურთი!
დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
... ნიჭი ძამიკო, ნიჭი!!!
aburjga
17 ნოემბერი 2022 21:57
0
ხვიჩას გარეშე ეს ჯოგი გაურკვევლობაშია,ხვიჩამ ანახა გულშემატკივრებსაც ფეხბურთი,ხვიჩამდე ფეხბურთი რა იყო არც კი იცოდნენ..ისე მამარდაშვილი რომ წავიდეს ერევან არარატში აჯობებს,სავსეა მამარდიანები,ხეჩოიანები…
საკო
17 ნოემბერი 2022 21:54
10
ჩაწყნარდი ძამია შენ ! მამარდაშვილი კი იყო ძალიან წინ , მაგრამ ბურთი ცენტრში ჰქონდა კაშიას . მის გარდა 2 ჩვენიანი იდგა იქვე და ცენტრს აქეთ არცერთი მაროკოელი . კაშიას კისერზეა ეგ ბურთი უპირველესად . ერევანში შენ იქნებ წახვიდე და მეწაღეობა ისწავლო -გამოგადგება. ფეხბურთის შენ არაფერი გაგეგება .
gpi
17 ნოემბერი 2022 22:18
1
ჰა აბა სადა ხართ? Სულ ვიძახი სასომხეთის ნაკრები უკეთესია მეთქი და თქვენა ბრაზობთ ელი
G.LA
17 ნოემბერი 2022 21:52
8
არადა, ძლივს გავუსწარით ბანგლადეშს და კომორის კუნძულებს.
აფსუს
17 ნოემბერი 2022 21:44
1
ვამბობდი რააა, ეპოვათ სუსტი გუნდი და წელიწადი წაგების გარეშე დაგვემთავრებინა არ ჯობდა? გაგვაკრეს ბეჭებზე მიროკომ კაი რაა.ფაქტიურად 1 კაცზე დამოკიდებული გუნდი ვართ სამწუხაროდ.
qomagi
17 ნოემბერი 2022 21:42
2
მორჩა როგორც ჩანს გიბლარტარები და გუბერნიას უცე მიუჩინეს მისი ადგილი .
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 ნოემბერი 2022 21:41
7
კვეკვე რა კაცია... ნამდვილი ლიდერი... კლასნი
კვეკვე
17 ნოემბერი 2022 21:39
3
დავითაშვილი რას გავს? სუმოისტია თუ ფეხბურთელი?ან ხოჭოლავა?მსგავსი ფეხბურთელების გამოძახება გულშემატკივრების შეურაცხოფაა
simartle
17 ნოემბერი 2022 21:30
9
შენ აგაშენა ღმერთმა,არ გამომიკეთე მოშხამული ხასიათი! ისე,ეგ ხოჭოლავა კი არა,მაროკოელი გულშემატკივარი ქალია ტრიბუნაზე....
Tazo
17 ნოემბერი 2022 21:57
0
როდინდელ თამაშს უყურებ?
Tazo gurulo
17 ნოემბერი 2022 21:51
0
ყველა გამოხმაურება
კარგი გუნდია მაროკო
pepe
17 ნოემბერი 2022 21:25
2
ნაკრების ძირითადი 11 ფეხბურთელი და მაქს.პლუს2-3 კაცი არიან საშუალო ევროპული დონის, დანარჩენები სამოყვარულო დონის. კატასტროფული სხვაობაა და მაგიტომაც ვართ ასეთი არასტაბილურები.
რუსთავი
17 ნოემბერი 2022 21:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული