ვისი ყოფნა გაგვიკვირდა...
ფრანგი დამრიგებლის სიაში ლუკა გაგნიძის ყოფნა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. 20 წლის ნახევარმცველს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს - კარგად ხედავს მოედანს,
გაგნიძის მოწვევის შესახებ ჩვენ ადრეც დაგვიწერია. ყველას სურვილი იყო, მას შექმნილი მდგომარეობით ესარგებლა და ევროტურნირებს მოწყვეტილი რუსეთის ჩემპიონატი დაეტოვებინა, თუმცა ისიც ვნახეთ, პოლონეთის ჩემპიონატში კარგად ვერ აეწყო. ლუკა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, ახლა კი შანსი ნაკრებშიც უნდა გამოიყენოს. შეგახსენებთ, სიაში კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი, საბა საზონოვია. ის რუსეთის პრემიერლიგაში საკმაოდ ხისტი მცველია, 12 თებერვალს, "ხიმკის" წინააღმდეგ გააძევეს, დაბრუნების შემდეგ კი 2 სხვადასხვა მატჩში კვლავ გააფრთხილეს. საბა ფიზიკურად ძლიერი უკანახაზელია და მასზე დაკვირვებასაც მონღოლეთთან ველით.
სიაში ვისმა ყოფნამაც გაგვაკვირვა, გიორგი ბერიძეა. არაერთხელ პირიქით ყოფილა, როცა "ანკარაგიუჯუს" შემტევი გაცილებით უკეთეს ფორმაში გვინახავს, სიაში კი ვერ ამოვიკითხეთ. ვნახოთ, მას დრო რამდენად მიეცემა.
ცენტრალურ მცველებს შორის არსებული დიდი კონკურენციის (კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, საზონოვი, ტაბიძე) გამო ნაკრებში ლაშა დვალის გამოჩენას, რომელიც ერთ დროს ძირითადის შეუცვლელი წევრი იყო, მაინც ნაკლებად ველოდით. თუკი სანიოლი ნორვეგიასთან სიახლესა და 4-მცველიანი ტაქტიკის დაბრუნებას გადაწყვეტს, დვალის ან ტაბიძის განხილვა მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეგვიძლია, რაც ადრეც გვინახავს. რეალობას ვერ გავექცევით, როგორც ირაკლი აზაროვს, ასევე გიორგი წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, გურამ გიორბელიძე კი ეროვნული ლიგაში ახლახან დაბრუნდა და განაცხადს მიღმაა.
ვის ველოდით...
რა თქმა უნდა, იტალიურ "კრემონეზეში" მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილს სიაში ყველა ელოდა. სანიოლი ამ შემთხვევაში ქებას იმსახურებს, რადგან მან შემადგენლობის შერჩევისას კლუბების დონით არ იმოქმედა. ლოჩოშვილს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და ჯერ სათანადოდ არც დაბრუნებულა (მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა), ფორმაში არმყოფი მოთამაშე კი ვილიმ გამოძახებულებში არ შეიყვანა. საქართველოს ნაკრებში გვახსოვს პერიოდები, როცა შემადგენლობის შერჩევა იმდროინდელი სათამაშო დროის მიხედვით არ ხდებოდა, რაც სწორი მიდგომა არ იყო.
სიაში ლევან შენგელიას არყოფნაც გვეუცნაურა. საბერძნეთში მოთამაშე გამოცდილ ფლანგელს უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში (0:3 მაროკოსთან) მთელი მარცხენა ფრთის კონტროლი დაევალა და გაჩნდა განცდა, რომ ამ პოზიციაზე სხვა დროსაც გამოიყენებდნენ.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მასზეც დაახლოებით იმას ვიტყვით, რაც გიორგი ბერიძეზე დავწერეთ. კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა და ახლა იმაზე შედეგიანია, ვიდრე თუნდაც ნოემბერში, როცა ნაკრებში ვიხილეთ.
გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველების სიის მიღმა დარჩენა ცოტა უცნაურია. მაგალითად, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანიოლის რჩეულებში, ფაქტობრივად, მუდმივად იყო, თან ის ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია...
რისი ფუფუნება არ გვაქვს?!
ვილი სანიოლის არაერთხელ უთქვამს, რომ ნაკრებში მოსახვედრად საკლუბო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ზოგჯერ იძულებულია, ამა თუ იმ მოთამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამაზე თვალი დახუჭოს. სიაში ასეთი ფეხბურთელი კვლავ არის. ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის შემდეგ კლუბი გამოიცვალა და გერმანულ "კარლსრუეში" ჯერ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა კრიზისი დაძლია და სანაკრებო შეხვედრებამდე ერთ-ერთ ლიდერ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირება ელის, სადაც იმედია, ბუდუსაც ვნახავთ.
ზივზივაძე საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაც უკანასკნელი "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე კარგად დავინახეთ. ახლა გიორგი მიქაუტაძეს ბევრი გააქვს, თუმცა ბუდუს კარგი თამაში ძალიან გვჭირდება.
ტრავმა
იმედია, არსებულ სიაში იძულებითი კორექტივები აღარ შევა, ოთარ კიტეიშვილის ტრავმა კი ძალიან სამწუხაროა. ის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა და მინდვრის შუაში მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ოთო დროულად უნდა ათამაშდეს და ივნისისთვის "ჯვაროსნებთან" ერთად იყოს...
შეგახსენებთ, მონთოლეთსა და ნორვეგიას ბათუმში, 25 და 28 მარტს ვუმასპინძლებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები - ფორმაში (არ)მყოფები, ტრავმირებულები და რესურსი
რა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან
მიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?
ჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?
კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება
https://www.corrieredellosport.it/news/calcio/serie-a/napoli/2023/03/18-105063850/in_spagna_celebrano_kvaratskhelia_il_migliore_al_mondo_sara_pallone_d_oro_