"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

- პირველ რიგში, რაც შეეხება ხოჭოლავას საკითხს, საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა კლუბის თხოვნას დათანხმდა და  კვირას ითამაშა. სამწუხაროდ, დათას 6-8 კვირა გაუცდება. მას ნაკრების დახმარების სურვილი ჰქონდა, თუმცა ოპერაციის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემს მოთამაშეებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, თუმცა თავად ვერაფერს ვცვლი. ზოგიერთი ფეხბურთელი ცოტას, ზოგი კი სულაც არ თამაშობს. ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული
დაპირისპირებაა და თითოეულ პოზიციაზე ერთი მუდმივი პრაქტიკის მქონე მოთამაშე აუცილებელია. სამწუხაროა, მარცხენა ფლანგზე რა სიტუაციაცაა, არც წიტაიშვილსა და არც აზაროვს ბევრი დრო არ ეძლევათ. მომავალშიც თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მათი მოწვევისგან თავის შეკავება მომიწევს. 

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მას ბოლო დროს ბევრი გაუცდა და სიაში არაა.

ჩვენ არაერთეხლ ვესაუბრეთ საბა საზონოვს და მან საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი გამოთქვა. ჩემთვის ეს მთავარია, ახლა კი ვნახოთ, ის რამდენადაა მზად, ნორვეგიასთან პირველ ოფიციალურ შეხევდრაში ითამაშოს. საბას ვაკვირდები და მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს.

რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე კომენტარი ადრე მე არ გამიკეთებია. ლუკა გაგნიძეც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მთავარია, ისინი ნაკრებს გამოადგნენ. ლუკა ახლა ამისთვის მზადაა. რაღაც მომენტში ფეხბურთისა და პოლიტიკის გამიჯვნა უნდა მოვახერხო და ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს. გუნდში პატივისცემა და პოზიტიური გარემო უნდა იყოს და ამისთვის ყველა მუშაობდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებაზე არ ვფიქრობ, მომავალში კი არაფერს გამოვრიცხავ.

თუკი ნორვეგიის ნაკრებს შევხედავთ, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამ დონის ნაკრებთან გვითამაშია და მოგვიგია. ახალი ციკლი იწყება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მინდა წინა ციკლში აკრეფილი კარგი ფორმა ასევე გავაგრძელოთ.

ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რასაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. მე უცხოელი ვარ, თქვენმა ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო და ამით მადლობელი ვარ. სხვას ვერაფერს დავამატებ.

17 წლის გაბრიელ სიგუას ლეონ გორეცკას შევადარებდი. ის მთელ მოედანს ფარავს და ყველა კომპონენტში გამორჩეულია. მე ფეხბურთელებს იმის გამო არ ვიძახებ, გუნდთან ერთად სასტუმროში იყვნენ, თამაშის შანსი ყველას ექნება. ბოლო პერიოდში მისი თამაში მომეწონა და ბევრი ვიფიქრე, რამდენად იყო მზად, ნაკრებში გამომეძახებინა და ასე გადავწყვიტე.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუკი ნორვეგიას ერლინ ჰოლანი ჰყავს, ჩვენ - გურამ კაშია. ჩაკვეტაძე დიდი ხანია ნაკრებშია, მას რთულ პერიოდშიც ვიძახებდით, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ეგრძნო. მიხარია, რომ ის ახლა მუდმივად თამაშობს. იმედია, ნაკრებს დაეხმარება, თუმცა ვერ გეტყვით, სად, ამას მეტოქიდან გამომდინარე გადავწვეტთ. მთავარია, რომ ჯანმრთელია და ბევრს თამაშობს.

altიძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
უაღრესად დიდი პატივისცემა ჰოლანდის მიმართ ჩემი მხრიდან უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავთ ნორვეგიელებს მისი სახით და მალე დაიპყრობს მწვერვალებს. ძაან მაგარია ეს 22 წლის ბიჭი მბამპესთან ერთად მსოფლიოში ჯერ მე ამ ეტაპზე სხვა არავინ მეგულება. ზოგადად ნორვეგიას ყოველთვის ჰყავდა ვარსკლავები წარსულშიც მაგრამ ჰოლანდი ძაან გიჟია. თვეზე მეტია ჩემთვის ვიძახდი ოღონდ ეს არ ჩამოვიდესთქო და ისე ამიხდა რომ არვიცი რა ვთქვა მიხარია. ჰოლანდს წარმატებები რათქმაუნდა მაგრამ 28 ში გვაცალოს არაუშავს. თორემ ამის გამჩერებელი 60 კაშია და მთელი სტადიონიც ვერ იქნებოდა. ეხლა მართლა გვაქვს შანსი მოგების და პირველ თამაშში 3 ქულა რამხელას ნიშნავს ეს ყველამ იცის. ასე რომ კაშიამ და სხვებმაც მიხედონ საქმეს
ისე ესპანეთზე და შოტლანდიაზეც საშიში გუნდია ნორვეგია. აბა გამარჯვება ჩვენს ნაკრებს 28 ში. P.s ისე ეს მონღოლეთი და ჩინგიზ ხანის შთამომავლები სად ნახეს ამებმაც ვერ ვიგებ.
Edinio
21 მარტი 2023 19:11
0
თუ ძალიან მოინდომებენ და არ ჩამოეძინებათ ჰოლანს კი არა
1111
21 მარტი 2023 13:43
0
მამარდა
კაშო კვირკველია კაკაბა
საბა წიტა
აბუ გაგნიძე
ჩაკვე კვარა
ჟორჟი
kicha
21 მარტი 2023 12:12
0
კაკაბა მარჯვნივ
kicha
21 მარტი 2023 12:34
0
რამდენი კაშია უნდა რომ გააჩერო ჰალანდი ვილიჯან? :)))))
ვილიმაც გაუბერა
21 მარტი 2023 10:12
2
ჰალანდი საჯარიმოში ძლიერია. მისი დატოვება უყურადღებოდ, ერთი წამითაც არ შეიძლება. მაღალ ბურთებზე გამოსვლებით მამარდა, მაქსიმალურად უნდა გაირჯეს. მაღალ ბურთებზე ჰოლანდი, ძალიან საშიშია. ჩვენმა თავდასხმამ, გამუდმებით უნდა შეუტიოს, რომ ჰოლანდს ნაკლები სამუშაო მიეცეს. დაცვამ დარღვევების გარეშე, ჯარიმის ზღვარზე უნდა ეთამაშოს. ისე საერთო ჯამში, ჰოლანდის გარეშე გუნდი, დიდი არაფერია. ჰოლანდი, მეორე სტრელცოვია დაპატიმრებამდე.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
21 მარტი 2023 11:57
0
ნორვეგიას რამეს მივუხერხებთ მაგრამ ამ მონღოლეთთან რისიციმედი გაქვთ? ისინი ცხენზეც უკეთ ზიან და მშვილდსაც უკეთ ისვრიან :-D
???
21 მარტი 2023 09:44
1
ალბაᲗ ყველას ახსოვს, გაწბილებული ᲨვედეᲗის ნაკრები და იბრა. Ძლიერი მოᲗამაᲨე ნაკრებᲨი, უეᲭველ მოგებას არ ნიᲨნავს ბატონო სოლბაკინ
ბ. მ
21 მარტი 2023 09:11
0
გამეცინა უბრალოდ ჰალანდის წინააღმდეგ კაშია.
დავით 67
20 მარტი 2023 23:30
27
ნორვრგია ძლირია, ეგ ყველამ ვიცით მაგრამ, არც გვარდიოლა ყავთ მწვრთნელი და არც სიტია ნორვეგია! ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და სულ არ მაინტეტესებს ამ შემთხვევაში ჰალანდი
Vasili
20 მარტი 2023 21:59
3
კი არ "გაასხავს", არამედ "გააწუწებს"
ლაშას
20 მარტი 2023 21:57
8
ჩოგბურთში ჩელენჯერზე თუნდაც კვალიპიკაციაში მემგონი ბევრი ჩოგბურთელი არ გვყავს ხოლმე,საბა ფურცელაძეზე დაწერეთ სტატია, 26 ეისი მოაწოდა !
ადმინს
20 მარტი 2023 20:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული