- პირველ რიგში, რაც შეეხება ხოჭოლავას საკითხს, საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა კლუბის თხოვნას დათანხმდა და კვირას ითამაშა. სამწუხაროდ, დათას 6-8 კვირა გაუცდება. მას ნაკრების დახმარების სურვილი ჰქონდა, თუმცა ოპერაციის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო.
რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემს მოთამაშეებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, თუმცა თავად ვერაფერს ვცვლი. ზოგიერთი ფეხბურთელი ცოტას, ზოგი კი სულაც არ თამაშობს. ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მას ბოლო დროს ბევრი გაუცდა და სიაში არაა.
ჩვენ არაერთეხლ ვესაუბრეთ საბა საზონოვს და მან საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი გამოთქვა. ჩემთვის ეს მთავარია, ახლა კი ვნახოთ, ის რამდენადაა მზად, ნორვეგიასთან პირველ ოფიციალურ შეხევდრაში ითამაშოს. საბას ვაკვირდები და მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს.
რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე კომენტარი ადრე მე არ გამიკეთებია. ლუკა გაგნიძეც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მთავარია, ისინი ნაკრებს გამოადგნენ. ლუკა ახლა ამისთვის მზადაა. რაღაც მომენტში ფეხბურთისა და პოლიტიკის გამიჯვნა უნდა მოვახერხო და ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო.
რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს. გუნდში პატივისცემა და პოზიტიური გარემო უნდა იყოს და ამისთვის ყველა მუშაობდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებაზე არ ვფიქრობ, მომავალში კი არაფერს გამოვრიცხავ.
თუკი ნორვეგიის ნაკრებს შევხედავთ, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამ დონის ნაკრებთან გვითამაშია და მოგვიგია. ახალი ციკლი იწყება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მინდა წინა ციკლში აკრეფილი კარგი ფორმა ასევე გავაგრძელოთ.
ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რასაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. მე უცხოელი ვარ, თქვენმა ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო და ამით მადლობელი ვარ. სხვას ვერაფერს დავამატებ.
17 წლის გაბრიელ სიგუას ლეონ გორეცკას შევადარებდი. ის მთელ მოედანს ფარავს და ყველა კომპონენტში გამორჩეულია. მე ფეხბურთელებს იმის გამო არ ვიძახებ, გუნდთან ერთად სასტუმროში იყვნენ, თამაშის შანსი ყველას ექნება. ბოლო პერიოდში მისი თამაში მომეწონა და ბევრი ვიფიქრე, რამდენად იყო მზად, ნაკრებში გამომეძახებინა და ასე გადავწყვიტე.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუკი ნორვეგიას ერლინ ჰოლანი ჰყავს, ჩვენ - გურამ კაშია. ჩაკვეტაძე დიდი ხანია ნაკრებშია, მას რთულ პერიოდშიც ვიძახებდით, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ეგრძნო. მიხარია, რომ ის ახლა მუდმივად თამაშობს. იმედია, ნაკრებს დაეხმარება, თუმცა ვერ გეტყვით, სად, ამას მეტოქიდან გამომდინარე გადავწვეტთ. მთავარია, რომ ჯანმრთელია და ბევრს თამაშობს.
იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია
შანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!
ისე ესპანეთზე და შოტლანდიაზეც საშიში გუნდია ნორვეგია. აბა გამარჯვება ჩვენს ნაკრებს 28 ში. P.s ისე ეს მონღოლეთი და ჩინგიზ ხანის შთამომავლები სად ნახეს ამებმაც ვერ ვიგებ.