საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
სანიოლის გულშემატკივრად ვრჩები,ოღონდ სემადგენლობა ვერ გამოიცნო დღეს
ადამიანი
28 მარტი 2023 22:15
1
მეც, და პლიუს ტაქტიკაც :) მაგრამ მეორე ტაიმი მაინც მის პლუსად შეიძლება ჩაიწეროს, გამოასწორა თამაში სერიოზულად
კაპიტან გარდენბურგი
28 მარტი 2023 23:26
0
ბევრი იმუშავა კვარამ, კარგი საგოლე პასებიც არიგა, აქტიურობდა, ურტყამდა უბრალოდ არ იყო იდეალური დღე კვარასთვის. მიქაუტაძე ბრავო, მთელი თამაში გათიშული ჰყავდათ და როგორ შეასრულა, ეს ბიჭი სერიოზულ ლიგაში იმსახურებს თამაშს. საუკეთესო კი მამარდა იყო ამ თამაშში, რა ბურთები აიღო და როგორ გადაგვარჩინა. დაცვის ცენტრალური ხაზი და მოედნის საყრდენი ზონა არანაირ კრიტიკას არ უძლებს მაგრად დაგვჩაგრეს. ფლანგებმა აზაროვმა და მერე გოჩოლეიშვილმა მაგრად იმუშავეს, იგივე კაკაბაძე კარგი იყო არ იყო მისი ფლანგიდან ხიფათი თვითონ კარგად აქტიურობა. მოედნის საყრდენ ზონაში მოსაფიქრებელია, გაგნიძეს რომ შემოუშვებ 5 წუთი რა უნდა ითამაშოს?? კაშია რომ იმუქრებოდა კიდევ კარგი ჰოლანდი არ იყო, თორემ ის სორლეტმა აგვიკლო და ორივე ერთად რას იზამდნენ. რეალურად დღეს ჩვენზე მაღალი კლასის ნაკრებს გავუძელით და ფრე მისასალმებელია, რეალურად უნდა შევხედოთ სურათს. პატარა ბავშვებით გვითამაშებდნენ საყრდენ ზონაში და დაცვას მაგრად არღვევდნენ ნორვეგილები, ერთი ეპიზოდი იყო რომ ფლანგიდანაც გაარღვიეს. მთლიანობაში საბრძოლო ფრე გამოვიდა
zaza
28 მარტი 2023 22:12
1
ზურიკო დავითაშვილმა ეგოიზმში ყაზაიშვილი ჩაანაცვლა? პასი იცი რა არის ბიჭო?
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 00:45
1
დავითაშვილი ნაკრების დონე არაა საერთოდ, საყრდენში, წიტაიშვილი-გაგნიძე კარგი იქნება. გოჩოლეიშვილი შეუცვლელი აღმოჩენა, მის ფრთაზე. იგივეს ვიტყვი აბუზე. მარა შეცვლები მაინც ვერ გააკეთა სწორად. ზივზივა რად უნდოდა. ჩაკვე უნდა გამოეყვანა. ეს ბიჭები რომ ეთამაშებია, მოვიგებდით. შეიძლებოდა თამაშის მოგება.
ლევან მაღლაკელიძე
28 მარტი 2023 22:55
9
რატომ არის ნელი კადრი უმეტესობა და არც პრესინგი გამოსდით და არც ართმევისთვის არ ჩქარობენ. უმეტესობას არც უნდა ეთამაშათ, დავითაშვილს რატომ ათამაშებს ან აბურჯანიას ან კვეკვესკირს.........
?
28 მარტი 2023 22:52
4
პრესინგი ფიზიკურად არ იციან, ზოგჯერ გავარდება ერთი სამის წინააღმდეგ ვითომ პრესინგს აკეთებს
მეგრელი
28 მარტი 2023 23:48
0
მეტი ამბიცია გვჭირდება შედეგის მისაღწევად… ერთი ქულის აღება, კმაყოფილ სახეებს არ უნდა გვგგვრიდეს…
ირაკლი
28 მარტი 2023 22:40
2
კარგი ისა, რო ჩვენ ნაკრებს შეუძლია მომატება და ნორვეგის დონის გუნდების დამარცხება, ამაღამ კი არ იყო ცუდი შედეგი ეს ფრე
გოგა
28 მარტი 2023 22:27
7
სამწუხაროდ არ მოგვეცა ოდნავ ძლიერ ნაკრებთან სპარინგის საშუალება, ალბათ, თორემ ამხანაგური ზოგადად სუსტი მეტოქიდან იწყება და დინამიკურად უფრო რთულ მეტოქეებს უნდა შეხვდე თანდათან. მონღოლეთთან შეხვედრას, რომელსაც ცოტა ხნის წინ იაპონიამ 14-0 მოუგო, მთლად გამართლებულად ვერ მიიღო გულშემატკივარმა. მაგალითად შეიძლებოდა ბალტიისპირული ქვეყნის ან ევროპის ისეთ ნაკრებთან სპარინგი, რომელსაც ფანჯარა ექნებოდა, მაგრამ არაუშავს, პროგრესი აუცილებლად იქნება და იგივე ნორვეგიას მისსავე კედლებში თავიდანვე ართმევაზე თუ არა, პრესინგი უნდა ვეთამაშოთ პირველივე ტაიმიდან.
ლაშა
28 მარტი 2023 22:22
1
ბოჩოლეიშვილი, გაგნიძე და ბუდუ - დავითაშვილი, აბურჯანია და კვეკვესკირის ნაცვლა ძირითადში უნდა ყოფილიყვნენ 100 %-ით
გიო
28 მარტი 2023 22:55
5
სასტარტო შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ , თუ ვინმე იტყვის რომ მოგებას ვაპირებდით , მართლა გამიკვირდება . კაშიას ალტერნატივა თუ არ გყავს , ფლანგებზე ხომ მაინც გყავს და უთამაშებელ კაკაბაძეს , წიტაიშვილის თამაში ნამდვილად ჯობდა , თუ არადა გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია და დაგეყენებინა თავის პოზიციაზე , დაუმატეთ ამას აზაროვი , რომელსაც ეტყობა უთამაშებლობა , კვირკველია რომელიც ვერაღ დაძუნძულებს , კვეკვესკირი-აბურჯანია , რომლის პლიუსიც სისწრაფე ნამდვილად არაა , თუმცა 90 წუთი ითამაშეს . გააკეთე თავის დროზე ცვლილებები , ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ დღეს ჩაკვეს და წიტაიშვილს სათამაშო დროს არ მისცემდა .
ATP 16
28 მარტი 2023 22:53
12
რა კარგად ერკვევი ფეხბურთში, კაკაბაძეა უთამაშებელი რომელიც თავისი გუნდის ძირითადშია და წიტაიშვილს პრაქტიკა აქვს რომელიც განაცხადშიც ვერ ხვდება თავისი გუნდის? აქ კომენტარებს უმეტესობა ისეთი ხალხი აკეთებს მთელი წლის მანძილზე ნაკრების თამაშებს და ლიგის ფინალს რო უყურებს მარტო.
a a
28 მარტი 2023 23:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული