"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა შეიძლება კარგ ევროპულ კლუბებში სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუკვალოს გზა. საქართველოს ნაკრების მატჩებს უკვე აკვირდებიან და areanapoli აღნიშნავს, რომ ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილზეა საჭირო.
საქართველო ტალანტებს შობს: "კვარას" გარდა, კიდევ ორი გვაოცებს. დამკვირვებლები მუშაობას შეუდგნენ
უკანასკნელ ხანს საფეხბურთო სამყაროში საქართველო ძალიან გაიზარდა. ამ ქვეყნის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ევროპულ ლიგებში თამაშობს.
"გასაკვირია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ტალანტების სამჭედლოა. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეინიშნება. თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" ქართულ ლიგაში
ორი მთავარი გუნდია. აქედან წავიდნენ საზღვარგარეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელები. მაგალითად, "მილანის" მცველი კახა კალაძე და ვარსკვლავი შოთა არველაძე, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია. მსოფლიოს ყოფილი ვიცე-ჩემპიონის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს.
როგორ არ მოვიხსენიოთ ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიზე" მან დიდი ზეგავლენა მოახდინა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლიდერია. ამ სანაკრებო პაუზისას "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას შეხვდა. "კვარას" გარდა, კიდევ ორმა გაგვაოცა: გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველმა, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ნორვეგიასთან ფრის მომტანი გოლი გაიტანა, მეორემ კი დრიბლინგით მეტოქის ნახევარდაცვა პანიკაში ჩააგდო. ცნობისათვის, ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელსაა დაბადებული. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.
მიქაუტაძე "მეცის" წევრია და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით "ბორდოს" ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებმა ამ ფეხბურთელების სახელები ჩაინიშნეს, შესაძლოა, მათი გზები გადაიკვეთოს და "ნაპოლიში" "კვარასთან" აღმოჩნდნენ".
გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება
კვარაცხელიამ და დავითაშვილმა ონკოპაციენტს ოცნება აუხდინეს
"მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია" - ნორვეგიის ნაკრების მცველმა "კვარაზე" ისაუბრა
"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში
თავის დონეზე სასტარტოს რაც შეეხება
ეს სტატია კიდო არის პიარ კამპანია .ჩაინიშნეს რას ნიშნავს მაგ ორ ფეხბურთელს აზაროვი ჯობია და ნაპოლის დაცვის გაძლიერება ჭირდება.ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება.პიარია სუფთა.და ბევრი რამ რაც აქ იწერება 80% აბსურდია
დავითაშვილი ძალიან ცდილობს, მაგრამ უკვე მიაღწია საკუთარ მაქსიმუმს. მნიშვნელოვნად ვერ მოუმატებს.
აზაროვი სუსტია. არ არის ნარების დონის ფეხბურთელი.