რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
დროშის შეურაცყოფა 15 საუკუნის წინათაც და ახლაც ქვეყნის შეურაცყოფას რომ უდრის ეტყობა არ უსწავლებიათ არც შენთვის და არც იმ უზრდელი გოგოსთვის.ხოლო თავისუფალი სიყვარული მართმადიდებლობაში რომ მრუშობაა ნებისმიერი მამაო გეტყვით.ჩენი მიზანი ის არის რომ კაშკაშა ვარსკვლავი როგორებიც იშვიათად ჩნდებიან არ გადავაყოლოთ ვიღაცას და გავიხაროთ ლამაზი ფეხბურთით.
პასუხის პასუხი
13 ივნისი 2023 14:53
17
ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე.
ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს.
ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს?
მამაოს რომ ახსენებ, არც მამაომ გითხრა ეგ? თუ მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო?

თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით.
ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი.
სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
!!
15 ივნისი 2023 17:29
0
Kide kai kvara19wlis araa tore 19wlamdelebshic unda etamasha.kvernadze atamashes ra sheudzlia ro kai gundshi moxvdes.kvaras gadawva gindat? Roboti kiara. Nutu mis adgilze aravin modis perspeqtiuli.svanadzes tertmeti kvaras done ro yavdes verafers izavs,magis umwvrtnelo ar gaishva.
Gia
13 ივნისი 2023 10:23
4
ცუდი გადაწყვეტილებაა ნამდვილად, გადაღლაზე საუბარი მითუმეტეს 22წლის ასაკში საერთოდ უაზრობაა , აბა რაღას თამაშობენ შესარჩევს თუ გავედით ისიც ზაფხულზე იქნება და რა აზრი აქ გადაღლილი ხო არ ითამაშებს,
ბექა
16 ივნისი 2023 09:40
2
არც მიქაუტაძე და არც დავითაშვილი ახალგაზრდულში არ ითამაშებენ, აგერ ნახავთ.
დიმა
15 ივნისი 2023 17:28
0
რატომ გგონიათ რომ სხვა ქვეყნის ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში არ არიან? პრემიერლიგის ფეხბურთელებმა რა ქნან მაშინ, იქ თამაშების რაოდენობაც მეტია და ტემპიც ბევრად მაღალი. ვთქვათ და მოხდა სასწაული და გავედით ევროპაზე ან მსოფლიოზე რა წინასწარ ერთი სეზონი უნდა დაისვენონ?
w
16 ივნისი 2023 12:01
1
მერე ფოდენი და ბელინგემი თამაშობენ ეგეთ დაბალი დონის ტურნირებზე?
აქ ტოპვარსკვლავებზეა საუბარი და არა მომავალ ვარსკვლავებზე, ასე რომ სწორი გადაწყვეტილებაა
me
16 ივნისი 2023 15:07
1
გადაღლილია კვარა და მგონია ეროვნულშიც გაუჭირდება, მიქაუტაძეს ნაკლები თამაში და სტრესი ქონდა, მისგან უფრო გამიკვირდა.
Mgm
16 ივნისი 2023 10:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული