საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

დაცვა: სოლომონ კვირკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო კალანდაძე.

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები
კვირას გამართეს, ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
მიდით ბიჭებო, ნუ გეშინიათ. წინასწარ ვიცით, რომ წაგება იქნება ტრენერის ბრალი. იმიტომ რომ არაბიძე, ლოჩოშვილი და სხვანი არ გამოიძახა. აი რომ გამოეძახა, მაშინ იტყოდნენ, პეტრიაშვილი, პავლიაშვილი და სხვანი რატომ არ გამოიძახაო.
ჰაჰა
14:18 05-09-2023
2
პირველად გვყავს საქართველოში ისეთი ნაკრები, რომლის წევრებიც ბავშვებს უყვართ. ჩემს ბავშვობაში სულ ინიესტა, კასილასი, ბუფონი, რამოსი და უცხოელი ვარსკვლავები გვიყვარდა. აგდებულად ვუყურებდით ჩვენს ნაკრებს და ზუსტად ვიცოდით ყველა თამაშს წააგებდნე. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო წაგების. გულშემატკივრის დამოკიდებულება.
როგორც ჩვენ დავიკიდეთ, იმათმაც ისე დაგვიკიდეს. გერმანია-საქართველოს თამაშზე გერმანიის დროშით რომ მიხვალ ქართველი, მერე მოდი და ნუ გაქვს რაა პრეტენზია, რომ შენი ნაკრები შენნაირი გულშემატკივრისთვის შედეგს დადებს და იბრძოლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლაც არ ვართ ძლიერები და ესპანეთის დონის ნაკრებთან მოგების არ გვჯერა, მაინც ჩვენი ნაკრები გვიყვარს და ის მაინც ვიცით, თამაშზე ესპანეთის დროშებით არ მივიდეთ. ცოტათი გავიზარდეთ და მოგვემატა გულშემატკივრის კულტურა.
ვიდეო ვნახე, სადაც მამარდაშვილს ეხუტებიან პატარა ბავშვები და ტირიან, ასევე ხვიჩაზეც უამრავი მსგავსი ვიდეო მაქვს ნანახი. ვისაც ამ ფეხბურთელების ლაფში ამოსვრა და ლანძღვა მოგინდებათ, ის პატარები გაიხსენეთ, ვისთვისაც კუმირები არიან ეგ ბიჭები და ჩათვალეთ ამით იმ ბავშვება ტკენთ გულს.
წინა თაობა სულ იმის გახსენებაში იყო, როგორ მოიგო 40 წლის წინ თბილისის დინამომ თასი და ახალგაზრდებსაც მობეზრებული ჰქონდათ ეგ ძველი ამბები, ამიტომ ფეხბურთის სიყვარული ყველამ რეალით, ბარსათი, ბაიერნით და ასე შემდეგ დიდი გუნდებით დავიწყეთ. ახლა ისეთი ბავშვები წამოვიდნენ, ვისთვისაც ცა და დედამიწა სხვაობა აღარაა ჩვენს ფეხბურთელებს და იმათ ფეხბურთელებს შორის. ჩვენც გვყავს მსოფლიო დონის მეკარე, მსოფლიო დონის ფეხბურთელი..
არ არის საკმარისი და ერთი და ორი კაცი ვერ დაგვადებინებს შედეგს მაგრამ მთავარია მხარდაჭერის სწავლა. ეს ყველაზე რთულია. წაგების მერე განსაკუთრებით. გამომიცდია მეც, როგორც ვფიქრობდი ადრე ნაკრებზე მაგრამ არ იყო ეგ ჯანსაღი დამოკიდებულება. ყველაფერი ჯაჭვურად კავშირშია ერთმანეთთან...
44 წელი არაფერი ჰქონდა ესპანეთს მოგებული როცა 2008 ში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მერე კი მიაყოლა ერთმანეთს ტიტულები. ეს მაგალითისთვის უბრალოდ.
Skeleton
13:01 05-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული