ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ერთი ზანგი ანგისა რა გახდა ცენტრში, რომ დავაყენოთ!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:06
7
ზანგი არაა, ძამბოა
ნდომბელეს ტანგა
08 სექტემბერი 2023 23:15
1
მწვრთნელების კომენტარები იქნება საინტერესო, თამაშის შემდეგ. ორივე მაგარი უსირცხვილო გამოდგა.
Me
08 სექტემბერი 2023 22:31
0
ჩვენი ნაკრებისთვის ზედგამოჭრილია ერთა ლიგა არააჩვენი ფეხბურთი თუ რაც ქვია
ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საყურებელი არა!
ფედერაცია და მწვრთნელი ყოველთვის დამნაშავე გამოგვყავს ასე უყველაფროდ იყო მოედანზე არ ვიცი რააა ფეხბურთელები თუ რაც ქვიათ გამოვიდნენ და თქვან რომ ვინც არიან და რაც ეკუთვნით
დათო
08 სექტემბერი 2023 22:26
0
სანამ კვირკველია, აბურჯანია და დვალის გამოძახებას გააგრძელებენ შედეგს არ ელოდოთ! ძირითადში არ ვიძახი, საერთოდ გაფართოებულ სიაში არ უნდა იყვნენ. საზონოვი და ლოჩოშვილი რომ გამოეყვანა მთლად ასეთ სირცხვილს არ შევჭამდით.
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:21
1
ვაა ძაან ცუდია, არ იყო გუნდი მოედანზე, ერთი ადამიანი ვერ მოიგებს თამაშს და ვერც ორი. არ იგრძნობოდა რომ გუნდს ქონდა სტრატეგია( ან მწვრთნელმა ვერ დააკვალიანა ან ფეხბურთელებმა ვერ შეასრულეს, ორივე შემთხვევაში მწვრთნელიც დამნაშავეა რას ავალებ ისეთ რაღაცას რისი შესრულებაც არ შეუძლიათ). ვიცი ბიჭები რასაც გრძნობენ ახლა. მთავარია გაანალიზონ ყველაფერი, და შემდეგში იგივე შეცდომები არ დაუშვან. წარმატებები ნორვეგიასთან
M
08 სექტემბერი 2023 22:10
4
ფედერაციის ტოტალიზატორი რომელია? თუ დაბლოკავთ, თქვენ ჯანში იყოს!
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:02
0
მე ლიჩნად მკიდია აწი ქართული ფეხბურთი ნაღდად წერტილი
გოგა
08 სექტემბერი 2023 22:00
0
ადრე მაქსიმალური წაგება ჩოგბურთის ანგარიში იყო, ახლა წყალბურთზე ავედით.
მ.მ
09 სექტემბერი 2023 17:46
1
ერთი ნატურალიზირებული ნახევარმცველი სასწრაფოდ და კვარა ზამენაზე...
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
08 სექტემბერი 2023 22:58
7
რა სანიოლი უნდა გადადგეს თქვენ ვერ ხაართ …?! მერე ნორვეგიასთან ვინ უნდა წააგოს 8:0 ან 9:0 …ამათ მორატამ გაუკეთა ხეთ-რიკი და ჰოლანდს გააჩერებენ ესენი 5-6 ბურთი გარანტირებული გვაქვს …1-1,5 წლის უკან რომ ვიძახდი მოაშორეთ ეგ სანიოლი თქო სულ უვიცს მეძახდით 6 თვუს უკან რომ ვთქვი დამთავრდა კვ……… ს ფეხბურთი თქო და 3 თვის უკან ვეჭვობდი ეგებ დაღლილობა მოიგონა და შეძლებს თამაშს მეთქი არა მართლაც რომ დაუმთავრებია ….( გაუმართლა ნეაპოლელებს და თბილუსურ ბომონდს)ადრე იმედი მქონდა ახალგაზრდების ( გაგნიძის, გოჩოს,აზარავის და სხვების ) სანიოლს როგორც კი მოაშორებენ რგებ რამე გვეშველოს თქო მაგრამ არა რაა …ერდაერთი გზა გვაქვს გავარდეთ უკან ერთა ლიგიდან დავეშვეთ ისევ ფსკერზე იქ მოვუგოთ სან-მარინოს და ლიხტენშტეინზ ( მაგათთან არის ჩვენი ადგილი სანამ ამათმაც არ გაგვასწრეს)და ეგებ სადღაც 10 წლის შემდეგ მოგვეცეს შანსი ისეთი როგორც მაკედონიასთან …ისევ წავაგებთ და ისევ თავიდან დავიწყებთ !!! აბა რა გინდათ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე იქ ყველა გუნდი არის ესპანეთის დონის და 1 კვირაში სამჯერ 1:7 წაგება ნაღდად საშინელება იქნებააა….!!!!
მდაა
08 სექტემბერი 2023 22:36
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული