ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ვინ ჩამოუტანა ბუცები ესპანელებს, მე იმის დდშ!
მწრთვნელი
09 სექტემბერი 2023 10:34
1
ათლეტების და ჯუჯების დაპირისპირება მოიგეს ათლეტებმა!რა არ მოგწონთ?!))
გიორგი IV
08 სექტემბერი 2023 22:46
1
aburjania,kashia,kvirkvelia,gagnidze eseni chemi azrit nakrebs unda chamoashoro da amat damato sanioli da kobiashvili!!!!
სიმართლე
08 სექტემბერი 2023 22:29
0
ამ მართლა დამპალ ფედერაციას, როგორ არ ათამაშებენ არაფრით გველესიანს
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:24
8
ისტორიული სირცხვილი
თაზო
08 სექტემბერი 2023 22:07
2
რა ანგარიშით დამთავრდა? რა ბრაზიანი კომენტებია. წავაგეთ თუ რა ხდება
ვაჟა
08 სექტემბერი 2023 23:48
2
ოფიციალურად აბურჯანია და კვირკველია მიწვეულნი არიან ფილმის გადაღებაზე უფროსებისთვის
beqa
08 სექტემბერი 2023 22:22
0
დაცვის ცენტრი უნდა გამოიცვალოს ,ნაკრებიში აღარუნდაიყვნენ კვირკველია მოვზოლეიდან გააცოცხლეს და გამოათრიეს ???ნორმალურია ვინც მაგის გამოძახება შესთავაზა მწვრთნელს ?კაშია აუცილებლად უნდა დაანებოს თავი ნაკრებს ...უეჭველი აბურჯანია ???კვარაცხელიას ვინმემ შემოულაწუნოს და თამაში ჩაკვეტაძის ირგვლივ აეწყოს
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:19
0
ისტორიული სირცხვილი!
აბურჯანიას და კვირკველიას სამუდამოდ აეკრძალოს ნაკრებში თამაში!
სანიოლი დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ!
ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ეთამაშა ამ ესპანეთთან ამ ანგარიშით არ წააგებდნენ დარწმუნებული ვარ!
თაზო
08 სექტემბერი 2023 22:17
1
ვამბობდი ჩვენთან ფეხშიშველებიც გაერთობოდენ 7 არა მაგრამ 6 მაინც გაიტამდენ
ქორთუ
09 სექტემბერი 2023 00:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული