ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
რა მოსატანია, მაგრამ მაინც, რა გადაცემული ამინდი იყო?! შოტლანდიაში მეგონა თავი!
aburjga
08 სექტემბერი 2023 22:32
4
წვიმის ბრალი იყო ყველაფერი ესპანეთში თუ მზე დაემთხვა გავარღვევთ ესპანელებს
David
08 სექტემბერი 2023 22:37
1
ესპანელებისთვისაც წვიმდა მაგრამ მაგათთან 2 კვირის წინ წყალდიდობა იყო და შეჩვეულები იყვნენ :)
თერძი ბესო გვჭირდება
08 სექტემბერი 2023 22:57
0
ყველა გამოხმაურება
გაიტანეთ გრენლანდია!
amberგ
08 სექტემბერი 2023 22:20
0
უსუსტესები. უჯიგროები. სირბილით სპანიარდები უფრო დარბოდნენ 6-1 ზე ვიდრე ესენი. სანიოლს რას ერჩით როცა მთელი სისტემა არის გამოსაცვლელი და ჩასარეცხი
Avi
08 სექტემბერი 2023 22:19
1
ნუ აზვიადებთ ყველაფერს,ეს არც სირცხვილია და არც ჩვენ ვართ მზად სერიოზული წარმატებებისთვის.ისე კი დაცვა და ნახევარდაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.
ლექსო
08 სექტემბერი 2023 22:09
12
წვიმაში ხომ არავინ გაცივებულა? ოსლოში კარგი ამინდია,ოღონდ ცოტა ქარი ქრის და მოერიდეთ, თბილი მაიკები წაიღეთ.
დავით 67
10 სექტემბერი 2023 04:42
5
ყველა საშინელება იყო, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს მამარდას გარდა, მაგრამ ..... კვირკველიამ და აბურჯანიამ ნორვეგიასთან ძირითადში თუ არ დაიწყეს მე თამაშს არ ვუყურებ
დინამოელი
09 სექტემბერი 2023 18:10
1
კვარაცხელია თუ 100მილიონი ღირს აბა იმ ფერადკანიან ესპანელს საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაწვდება
ნოე
09 სექტემბერი 2023 10:47
1
არაა ჩვენი სპორტი შევეშვათ, გავაუქმოთ ფედერაცია ყოველწლიურად რამდენ მილიონს ვყრით.
123
08 სექტემბერი 2023 22:37
7
ნირვეგიაში გაუშვით კავაზაშვილი და მაგის თაობის ახალგაზრდები.
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:03
2
თუ ოჯახს კარგი მართველი არ ეყოლება, ყოველთვის პრობლემების ქვეშ იქნება.
ასე რო სანიოლს რაც შეეძლო ის გააკეთა. მას მეტი არაფერი შეუძლია.
უნდა მოვიყვანოთ ძლიერი სპეციალუტი და გადაუხადოთ ის რასაც მოითხოვს, და შედეგსაც ვნახავთ. ჩვენ კარგი თაობის ფეხბურთელები გვყავს, და ძლიერი მწვრთნელია საჭირო.
ფედერაცია გაიმეტებს კი ფულსს???
ფეხბურთის ყურება შემაზარა საქართველოს ნაკრებმა........
ელდარი
10 სექტემბერი 2023 04:27
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული