ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
მეტის ღირსი არაა ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ქვეყანას, რომელსაც ათწლეულში ერთხელ, ერთ ტალანტს გადმოუგდებს ღმერთი და იმასაც დაჯიჯგნიან და ცოცხლად შეჭამენ, მეტი არც არაფერი ეკუთვნის.
რამდენი ხანია რაც გამოჩნდა ხვიჩა, სულ რაღაც სამი წელია და იშოვა ერმა ახალი საჯიჯგნი მასალა. არაფერი არ დაუტოვა, პოლიტიკურადაც განიხილა, პირადიც გადმოულაგა, ათასი რაღაც დააბრალა, ტრავმის მოგონება კოვიდის მოგონება, 21 წლამდელებში თამაშიც კი მოსთხოვეს სამარცხვინოდ, ვისაც არ ეზარება ყველა მაგას განიხილვს. გამოქვაბულში რომ მოხვდება ცივილიზებული ადამიანი და ველურები რომ ათვალიერებენ შესაჭმელად, ისეა ზუსტად.
უსამართლობაა მარგალიტი ღორებთან რომ მოხვდება, თვითონ ვერ გახდის ღორებს უკეთესს და ღორები კი გასვრიან ტალახში ყოველთვის.
ამ ბიჭს მისჯილი აქვს ტალახში ყოფნა, რადგან უნიკალური ტალანტით დაიბადა და ყოველ სანაკრებო პაუზაზე ამ წუმპეში უნდა ჩამოვიდეს.
ვინ გვყავს ფეხბურთელები გადახედეთ აბა? როგორ შეიძლება ერთ ახალგაზრდა ადამიანს შეატენო მთელი პასუხისმგებლობა და დანარჩენებმა სამარცხვინოდ ითამაშონ. ყველამ ხო იცის ვისზეც გადატყდება ჯოხი, თუ ფსიქოლოგიურად და თუ მორალურად.
ჯერ კიდე როდის ვიძახდი, ამ ბიჭს იმდენი გულის ტკენა ელოდება თავისი ქვეყნისგან ჯერ სად ხართთქო.
დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს მას და ნაკრებს ბოლომდე.
უამრავი პატარა ერების წარმომადგენლებს ვიცნობდი და ასე აფასებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს სულ კბილებით იცავდნენ. ჩვენ ეგეც კი არ გვაქ
გაბრაზებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 07:03
8
მოკლედ,რაც ვართ,ეს ვართ!მეტი ფიზიკურად არ შეგვიძლია!ის,რაც ჰყოფნის დაბეჩავებულ ბულგარეთსა და მაკედონიას,ვერანაირად ვერ ეყოფა საშუალო ევროპულ შოტლანდია/ნორვეგიას და მითუმეტეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ ესპანეთს!სამწუხაროდ,ეს გახლავთ ჩვენი რეალური დონე!აი როდესაც ხუთი-ექვსი მამარდა/კვარას დონის(თუმცა,სამწუხაროდ ამ უკანასკნელს საგრძნობლად მოკლებული აქვს) ფეხბურთელი გვეყოლება ყველა რგოლში,მაშინ გვექნება რეალური საფუძველი იმისა,რომ დავისახოთ მაღალი მიზნები,თუმცა,იმისათვის,რომ აქამდე მივიდეთ,აუცილებელია ბავშვთა მწვრთნელების საფუძვლიანი გადამზადება,იმიტომ,რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის სწორი ფეხბურთის თამაში და ეს მხოლოდ მათი ბრალი როდია! ასე გაზარდეს ისინი ბავშვთა მწვრთნელებმა!მოკლედ,ველოდებით ერთა ლიგის პლეი ოფს,თუმცა თუ არ მოვუმატეთ,დიდი ალბათობით გაგვიჭირდება!და ბოლოს,განსაკუთრებული მადლობა გიორგი მამარდაშვილს!იგი,ერთადერთი ნათელი წერტილი იყო დღეს!ამას გწერთ არიზონას შტატის უდაბნოდან,ტრაილერის მძღოლად ვმუშაობ აქ,მთელი ღამე არ მეძინა,ერთი სული მქონდა,როდის დაიწყებოდა მატჩი,ეეჰ..იმედს რა ვუთხარი..აი ასე დამძიმებული და გულმოკლული განვაგრძობ გზას კალიფორნიისაკენ..იმედია,ისე არ წამიყვანს ღმერთი ამ ქვეყნიდან,რომ საქართველოს ნაკრები არ მანახოს დიდ ტურნირებზე!და მაინც,იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა,უფალი გვფარავდეს!
!!!
09 სექტემბერი 2023 04:59
1
დავაკვირდეთ ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე სომხეთის ნაკრებს ბოლო 8 წელს.რო დავადაროთ ფეხბურთელების დონე და თუ სად თამაშობენ სად ფეხბურთელები თითქმის სულ ჩვენი შემადგენლობა პიტენციურად უკეთესია.მაშინ რანაირად ხდება რომ სომხებს ბოლო წლებში ჩვენზე უკეთესი შედეგები აქვთ.ჩემი აზრით რამოდენჯმე ფაქტირია.1.ჩვენ ზედმეტი ილუზიები გვაწუხებს რომ ჩვენი ფეხბურთელები რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონები არიან.რეალურად საშუალო ევროპუკუ გუნდის დონე არ ვართ ან არა.უფრო არა.სომხები ორი ფეხით მიწაზე დგანან და მეორე ნომრით ცდილობენ ფონს გასვლას.სულ მცირე გამოსდით ბოლომდე ბრძოლა და 4 ტურში ტურნირს არ ასრულებენ 2.ჩვენ გუნდს ახასიათებს საშინელი მენტალური ვარდნა.გოლს უშვებს თუ არა ფაქტიურად 10 ში 8 შემთხვევაში ამას ასევე მეორე სწრაფი გოლი ემატება და თამაშიც მთავრდება.ანუ ეს რაზე მეტყველებს რომ ფეხბურთელებს ვერ ააზრებინებს მწვრთნელი რომ თამაში 1 გოლით არ სრულდება.მოკლედ ლუზერული მენტალობა.აი სომხებს პირიქით აგებენ იგებენ ბრძოლაში არიან. 3.აშაკარად ჩანს რომ ქართულ ჯიგრულ პონტში თუ მოეწყო ერთი კონტუგენტი ნაკრებში ფაქტიურად ახალს არავინ აკარებენ 10 წლეულებით.ნუ ვიღაცას თვალის ასახვევად გამოიძახებენ და ისიც სკამზე ზის ან საერთოდ არ გამოიძახებენ. 4. უმდაბლესი საკლუბო დონე ფეხბურთის.აი რეალურად საქართველოს აცხოვრებენ წლებია უფეხბურთოთ.ჩვენთვის ნაკრების თამაში ცარიელ აუზში წყლის ჩასხმას გავს.ანუ რაღაცნაირად მოწყვეტილი ვართ რა ფეხბურთისგან და აღარც ის წაგების გემო ვიცოთ აღარც მოგების და ზოგადად არც ფეხბურთის.ეიფორიულად ვართ განწყობილი როგორც გულშემატკივარი ისე ფეხბურთელები.რეალურად არც კი ვიცოთ სანამ სანაკრებო თამაში არ მოვა ან რა დონე ვართ წინ წავედით უკან წავედით თუ სად ვართ. 5.უმთავრესი პრობლემა.ხალხი რომელიც ფეხბურთში ტრიალებს უმეტესობა არის ცეხავიკები და სხვა არაფერი.მოკლედ რო დავარეზუმირო გვაქვს ამბიცია მაგრამ არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმისა რომ იმაზრ იკეთესს ველოდეთ რაც დღეს მოხდა.
Giorgi
09 სექტემბერი 2023 03:59
0
საკლუბო ფეხბურთში უკეთესები ვართ სანაკრებოში უკეთესები ვართ :)))
Robert22
09 სექტემბერი 2023 00:00
8
ეგ იმიტომ რომ ჩვენი ფედერაცია თქვენი ძმაკაცი არი
Beria
09 სექტემბერი 2023 01:35
4
ეხხლა სკამზე დასვავენ კლუბებში ამ საწყლებს))
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
08 სექტემბერი 2023 23:02
2
სირცხვილი, აი რა ჰქვია იმას, რაც სანიოლმა დღეს ჩაიდინა. ალბათ იფიქრა, ესპანეთი მაინც მოგვიგებს, რატომ შევაკლა ბიჭები, ნორვეგიასთან არაფრის თავი არ ექნებათო. ჰოდა, ლაითად დავტვირთავ, 3 დღეში კი ბოლომდე ვიფრენთო. ვაი, ჩვენი ბრალი, ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. ჰოდა, აი ეს გამოვიდა რა, რა ცოდოები ვართ, ღმერთო ჩემო, რა ცოდოები, არა საცოდავები, საცოდავები, ჰოდა, ყველა ჩვენ რომ დაგვცინის, ნუ გწყით ბატონებო, ეეეეეჰ...
ლევანი
08 სექტემბერი 2023 22:44
4
კარგით ეხლა..ნუ გადაუვლით..წაქცეულს არ ურტყამენ!
გივი
08 სექტემბერი 2023 22:22
14
ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე
ტიგრანა
08 სექტემბერი 2023 22:36
1
პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ბურთი თითქოს იღლიაში დაგვიმალესო, საერთოდ არ გაგვაკარეს ბურთს. ეს რანაირი ტაქტიკაა, ბევრჯერ დავწერე, სანიოლი ჩამორჩება ამ შემადგენლობას კვალიფიკაციით. ადრე თუ ქაჩავდა სანიოლი, ახლა ვეღარ ქაჩავს. ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი 1:7 ის მერე გადაგებოდა. დამანახეთ ვინმემ, ანალოგიური შემთხვევა, როცა გუნდი 1:7 ს აგებს და მწვრთნელს ადგილზე ტოვებენ. არ არსებობს ამისი ანალოგი.
კაი რა
09 სექტემბერი 2023 12:31
0
ეს სანიოლი კა არა კაზიოლია
Footbol
09 სექტემბერი 2023 11:27
0
ფეხბურთში და კალათბურთში დიდი დეპრესიის პერიოდი იწყება - ის იმედები და წარმოდგენები რაც გვქონდა, საპნის ბუშტივით გასკდა. რეალობა ძალიან მხიმეა და ამ რეალობას ყველამ უნდა ჩავხედოთ თვალებში - კალათბურთში წაგებით რომ გავედით შემთხვევით, ეს ალბათ უკვე მიანიშნებდა სად არის ნაკრები, გერმანიამ, სლოვენიამ და ავსტრალიამ რომ გადაგვიარა, ეს არ შევიმჩნიეთ - გერმანიამ აგერ აშშ დაამარცხაო. ორი სამი ნორმალური კალათბურთელი არაფერს ნიშნავს, პერსპექტივაში კატასტროფაა. ფეხბურთშიც იგივე კატასტროფა ხდება - ამიტომ არის ყოველთვის უნდა ვიყოთ რეალისტები და ფუჭი ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, ხოლო რრალობასთან ახლოს ყოფნა გიბიძგებს ქმედითად გადაჭრა ნაბიჯ-ნაბიჯ პრობლემები
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 11:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული