სკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან წაგებას კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გადაურჩა, ფრეს მიაღწია (2:2), ნამატჩევს კი მათმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტონიმეიმ ქართველი ფეხბურთელები გააკრიტიკა.

"ცხადია, მათ რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს საღამოს, როგორც ისინი მოედანზე მოქმედებდნენ, მე მსაჯის პროვოცირებად და სირცხვილად მიმაჩნია. ასე არ შეიძლება. ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდებოდა, რაც ძნელია.

ისე იქცეოდნენ, თითქოს ტრავმირებულები იყვნენ. ამას ძნელია ფეხბურთი უწოდო. მოედანზე კოტრიალი და ჩვილი ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. ჩვენ თამაშის გასაგრძელებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვცდილობდით, ორჯერ დავბრუნდით თამაშში,
ისინი კი განუწყვეტლივ მსაჯის პროვოცირებას აგრძელებდნენ", - ციტირებს მაკტონომეის The Scotsma-ი.

altშოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
შინ როგორც დავგეგმეთ, კარგად დავტბორეთ მინდორი და მთელი მსოფლიოს დასანახად ბაყაყების ბასეინში ვათამაშეთ საქართველოს ნაკრები და ეს ყველაფერი გაგვივიდა. პასუხი არავინ მოგვთხოვა, რადგანაც სამართალს არ სცალია...
სკოტ ჭაობ-გუბე-დატბორინეი
14:55 17-11-2023
1
არ მესიამოვნა ძალიან ეგ სიტყვები, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ: რა თქვა არასწორი?
ირაკლი
08:58 17-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული