ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.
calciomercato წერს, რომ "ნაპოლიში" კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს "ატალანტასთან" სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
tuttonapoli აღნიშნავს, რომ "კვარას" ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.
პ.ს.ეს გამარჯვება,ისეთ მუხტს და თავდაჯერებას მისცემს,საქართველოს ნაკრებს,რომ დარწმუნებული ვარ,ევროპის ჩემპიონატზე,საგრძნობლად უკეთესი გუნდი გვეყოლება.ჩვენი ფეხბურთელებით,უფრო ძლიერი კლუბებიც დაინტერესდებიან და ესეც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.ეს რამდენად გვეყოფა,რეიტინგში ჩვენზე საგრძნობლად წინ მყოფ ჩვენ მეტოქეებთან არ ვიცი,მაგრამ იქაც ბოლომდე რომ დავიხარჯებით,ამაში დარწმუნებული ვარ.
დღეს,დღევანდელი ვიზეიმოთ,ხვალისა კი,ხვალემ იცოდეს.