კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

AutoSharing Option
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს:

"მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.

Sportall.Ge

„მინდა, გამარჯვებები და წარმატება გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა
ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება; ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატება უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ".

მკითხველის კომენტარები / 35 /
კარგია, რომ პრემიერ-მინისტრს ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა, ცუდია, რომ ვიღაც აწერს კომენტარს ქართველიო და სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებას ლანძღავს და აუგად მოიხსენიებს, ალბათ არ მოსწონს რომ მექრთამეობა და პროტექციონიზმი მოსპო, პროფესორი პროფესორს დაამსგავსა და სტუდენტი სტუდენტს, გახსნა იუსტიციის სახლები, გაიყვანა გზები, დაგვაახლოვა ევროპას, დიდ გარდაქმნებს, ცხადია შეცდომებიც ახლდა, ისინი გამოსწორებადი იყო, გამოსწორდა რამე? 7 ნოემბერს რომ იხსენებენ, რამდენი 7 ნოემბერი მოხდა 2012-ის მერე, მოდი შევეშვათ პოლიტიკას და ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებს
პატრიოტი
15:15 13-06-2024
7
26-ში, დამთავრდება ნაცების ბოგინი! 17-მაისის ქართველობა ვირჩევთ ოცნებას!!!!!! წინასწარ შეეგუეთ ნაცებო!
ქართველი.
14:33 13-06-2024
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული