იქნება თუ არა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა სენსაცია?

AutoSharing Option
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მხოლოდ მონაწილეობით უნდა შემოიფარგლოს და მისი ჯგუფური ეტაპიდან გასვლა სენსაცია იქნება. თავი ზედმეტად რომ არ შეგაწყინოთ, ვეცდები, საპირისპირო ძალიან მოკლედ დავამტკიცო.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მეც პესიმისტთა კატეგორიას განვეკუთვნებოდი, რამეთუ ჩვენი ეროვნული გუნდი არ წარმოადგენდა სერიოზულ ძალას და რაიმე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი არ გააჩნდა. ამაზე ნათლად მეტყველებდა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში დაკავებული „ასე მშობლიური მეოთხე ადგილი“. თუმცა, მოხდა ის, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა - ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა იგრძნო პასუხისმგებლობა საკუთარი
მომავლისა და ქვეყნის წინაშე და პროგრესირება დაიწყო. ქართველებს ნიჭი არასოდეს გვაკლდა, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ და უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რამდენმა არათუ რეგრესი განიცადა, არამედ საერთოდ დაასრულა კარიერა. თამაშის გაუმჯობესება დიდი ძალისხმევის შედეგად, ძირითადად, შემტევებმა მოახერხეს და უნდა ითქვას, „ჯვაროსნების“ დარი წინა ხაზი ბევრ გუნდს არ ჰყავს. ეს, პირველ რიგში, მათ შემოქმედებით მხარეს ეხება, თუმცა ისინი არც შავი სამუშაოს შესრულებას ერიდებიან და დაცვასაც სათანადოდ ეხმარებიან.

ვუყურე ნაკრების მონტენეგროსთან მატჩს და ალბათ, ცხოვრებაში ჩვენების თამაშის ცქერისას პირველად არ ვინერვიულე. აქ შედეგი არ იყო მთავარი, უმთავრესი გახლდათ ხარისხი და საბრძოლო შემართება. მოედანზე ვიხილეთ გუნდი, რომელიც გამართულად მოქმედებდა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ნამატჩევს მეტოქის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ წაგება გარკვეულწილად თავისი შეგირდების მოტივაციის ნაკლებობას დააბრალა, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა ტრავმების მიღების შიშით ჩვენი ფეხბურთელებიც ფრთხილობდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაინც დაშავდა ოთარ კიტეიშვილი და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის ეროვნული გუნდის ტრავმების ეპიდემია და ისიც, რომ პოლონელებსაც ანალოგიური პრობლემები შეექმნათ. უბრალოდ, პოდგორიცაში გამოჩნდა ის, რასაც კლასში სხვაობა ჰქვია - როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური.

ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია. უნდა დაამტკიცონ, რომ ერთა ლიგიდან გასულები ტურნირზე აუტსაიდერები სულაც არ არიან და ფეხბურთელებმა თავის წარმოჩენით ევროპირველობა საკლუბო კარიერის მოსაწყობად ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენონ, ხოლო მათი წარმატება საქართველოში ფეხბურთის განვითარებას ბიძგს მისცემს. აუცილებელია წარსულს ჩაბარდეს ის დრო, როდესაც ეროვნული გუნდი მეორეხრისხოვანი საზღვარგარეთული კლუბების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

გერმანიაში ფავორიტად რომ არავინ აღგვიქვამს, ესეც დადებითი მომენტია და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ყველას ადვილი სამი ქულის აღება აქვს დაგეგმილი და ამითაც შეიძლება ვისარგებლოთ. ბევრი რამ დეტალებზე იქნება დამოკიდებული და იმედია, მსაჯები კვლავ ობიექტურნი იქნებიან. თუ გახსოვთ, ადრე წყალქვეშა დინებებზე გავამახვილე ყურადღება და აღვნიშნე, რომ უეფა არაა საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირებზე მონაწილეობის წინააღმდეგი. პირიქითაც შეიძლება ითქვას და ამაში სფფ-ის საკმაო დამსახურებაც არის. მეტს არ ვიტყვი (ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების). კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მომავალ შესარჩევ ციკლებში კვლავ ურთულეს ჯგუფებში არ მოვხვდებით.

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას ვილი სანიოლის დამსახურებას, რომელმაც არატიპურად დისციპლინირებული ქართული გუნდი შექმნა, სადაც საოცარი ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა და მებრძოლი სულისკვეთებაა. ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებულ კადრებს მიზანმიმართულად, სწორი სტრატეგითა და ტაქტიკით იყენებს და საჭიროა დასრულდეს ის ხანგრძლივი პერიოდი, როცა პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დიდ ტურნირზე გასვლა წარმოუდგენელი იყო. როგორც მინიმუმ, ევროპის 24 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უკვე ნორმად უნდა იქცეს. ევრო 2024-ზე ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად კი, ფეხბურთის ფედერაცია სანიოლის დატოვებას უნდა შეეცადოს. ვილი ტურნირზე მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა, მაშინ, როდესაც, ახლახან ყაზახეთის ნაკრების თავკაცს, სტანისლავ ჩერჩესოვს, 1.2-მილიონიანი გასამრჯელო დაუნიშნეს. სანიოლმა უკეთესი კონტრაქტი დაიმსახურა და იმედი ვიქონიოთ, რომ სამუშაოდ ირლანდიაში არ გაუშვებენ, ვინაიდან ეს საქმის გაფუჭების მანიშნებელი იქნება - სანამ მისი შემცვლელი მოიძებნება, სანამ ის ვითარებაში გაერკვევა (თუ გაერკვა საერთოდ), ამასობაში დრო გავა და შესარჩევი ტურნირიც დაიწყება. ასე რომ, ამაზე ფიქრი და მოქმედება სფფ-ს ამთავითვე მართებს.

დასასრულ, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდს და ახლა გამოჩნდება, ძლიერ მეტოქეებთან რამდენად შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში, მიზნის მიღწევა და თანამემამულეების გახარება. მჯერა, ჩვენი ბიჭები ამას მოახერხებენ!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 20 /
არავითარი სენსაცია არ მოხდება თურქეთის დამარცხებით, თუ გუნდი :
–კონცენტრირებულად, უშიშრად ითამაშებს
–მწრთვნელი ეცდება გუნდს მოარგოს უპირატესი ტაქტიკა
–დროულად მოახერხებს ურთიერთდაზღვევებს, რადგან ძალა ერთობაშია
–ქართული ფეხბურთის ტრრადიციები ბვერად მდიდარია, ვიდრე თურქულის და არაა სასირცხო თუკი გამოაჩენენ ეროვნულ საფეხბურთო სიმდიდრეს ტაქტიკურ ფარგლებში.
წარმტება ქართულ ფეხბურთს.
lugu123@walla.co.il
18 ივნისი 2024 12:27
0
არავითარი სენსაცია არ მოხდება თურქეთის დამარცხებით, თუ გუნდი :
–კონცენტრირებულად, უშიშრად ითამაშებს
–მწრთვნელი ეცდება გუნდს მოარგოს უპირატესი ტაქტიკა
–დროულად მოახერხებს ურთიერთდაზღვევებს, რადგან ძალა ერთობაშია
–ქართული ფეხბურთის ტრრადიციები ბვერად მდიდარია, ვიდრე თურქულის და არაა სასირცხო თუკი გამოაჩენენ ეროვნულ საფეხბურთო სიმდიდრეს ტაქტიკურ ფარგლებში.
წარმტება ქართულ ფეხბურთს.
lugu123@walla.co.il
18 ივნისი 2024 12:24
0
აბა, ბიჭებო, თქვენ იცით!!!
მთელი საქართველო სულგანაბული გელოდებათ!!!
მსგავსი განცდები პირადად მე ჯერ არ მქონია.
თავდადება, ჟინი, ბრძოლისუნარიანობა, ერთმანეთის დაზღვევა და
გამარჯვება ჩვენია!!!
წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
18 ივნისი 2024 11:07
0
საქართველო შეიშალა!
ქედო საკოხია
18 ივნისი 2024 09:46
0
რეებს წერთ უეჭველი გავდივართ ჯგუფიდან არც მეეჭვება ბიჭები კლასით ჯპბიან ორივე ნაკრებს .
გიორგი
18 ივნისი 2024 05:23
2
ხვალ ვიგეეეეეეეებთ!!!!!!!!!!!!! ჩემი წინადადებაა: ხვალ ყველამ დიდმა-პატარამ, რვის ნახევარზე, ავდგეთ და ღმერთს შევთხოვოთ, ჩვენი ბიჭების მოგება!!!!!!! ერთიანობას ძალიან დიდი ძალა და მუხტი აქვს!
არ დავიზაროთ!
17 ივნისი 2024 23:47
3
მაგის გაკეთება არაპროევროპულად იქნება და ელჩებიც გაგვირისხდებიან და არასამთავრობოები საერთოდ კუბოში ჩაგვდებენ. . .მიშას გამოსვლის პერსპექტივაც მოისპობა. . .ეხლა მთავარია უკრაინა გავიდეს ჯგუფიდან. . .ქართულ დემოკრატიას ეს უფრო ურჩევნია მააააშ
ნაპოლეონი
18 ივნისი 2024 09:39
3
სიმშვიდე! ბიჭებო!
Რაგბის ფანი
17 ივნისი 2024 23:33
0
მთავარია პირველ მატჩში ფსიქოლოგიური მომენტი,როდესაც თურქებით გადავსებულ ტრიბუნებს დაინახავენ ბიჭები.თან თურქებმა საშინელი ქომაგობა იციან და მთვარია ამ წნეხს გაუძლონ,არ გატყდნენ,ფეხებზე დაიკიდონ.თუ ეს მოახერხეს,შედეგიც გვექნება.
ისე,ჯგუფიდან გასვლა მთელ ევროპას აალაპარაკებს,მაგრამ სამი ფრეც არ იქნებ ცუდი შედეგი დებიუტისთვის.
მირო
17 ივნისი 2024 22:31
2
დიდგორი დან დორტმუნდამდე!!დ-ს იმედი მაქ!!
გიო
17 ივნისი 2024 22:29
1
სხვათაშორის სანამ სანიოლს დანიშნავდნენ ვფიქრობდი რომ თეთრაძეც კარგი კანდიდატურა იყო!
რასაც ამბობს სწორია, თუმცა ამ ტურნირის მერე სანიოლის აქ გაჩერება აღარ იქნება სწორი. ყველა ვარიანტში ვეტერანები: კაშია, ლორია, კვირკველია და კიდე ერთიორი წავლენ, გუნდის ძირითადი ბირთვიც, მთავარი ძალაც და ყველაფერიც კვარა, ზურა, კიტე, მამარდაშვილი და ეგენი ხდებიან, ამათთან საჭირო იქნება ახალი მწვრთნელი რომელიც ნაკლებად იქნება წარსულთან დაკავშირებული და ამ თაობის ალტერნატივაზე დაიწყებს მუშაობას.
ზიზ
17 ივნისი 2024 21:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული