"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები "ჯვაროსნებზე"?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდმა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების პატივისცემაც დაიმსახურა.

გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში.

"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები".

"ბოდიშს ვუხდი ქართველებს, არ მეგონა, თუ თქვენს ნაკრებს ასე თამაში შეეძლო".

"ტურნირის საუკეთესო თამაში იყო, ბრავო ორივე ნაკრებს, თუმცა საქართველომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა".

"საქართველოს ნაკრები მარცხს არ იმსახურებდა!".

"საქართველომ დიდებულად ითამაშა!".

"ტურნირის საუკეთესო თამაში, საქართველოსაც და
თურქეთსაც ვულოცავ, პატივისცემა პოლონეთიდან".

"პატივისცემა საქართველოს რუმინეთიდან, შესანიშნავად ითამაშეს".

"თურქები იღბლიანები არიან. ქართველებმა მაგრად ითამაშეს".

"ძალიან კარგი თამაში იყო, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, პატივისცემა თურქეთიდან", - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.


ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

altვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჟურნალისტებო! თუ გაქვთ ფეხბყრთელებთან კონტაქტის შესაძლებლობა, აუხსენით მათ, რომ ბოღმა კომენტარების ავტორები არ არიან ფეხბურთის გულშემატკივრები და არც ქართველები არიან.
რეალობა
19 ივნისი 2024 12:24
8
უოირველეს ყოვლისა არ არიან ქართველები.
რეალობას!
19 ივნისი 2024 12:57
4
თუ შემდეგ თამაშებში დავინახეთ წინსვლა დარწმუნებული ვარ კარგი მწრთვნელის ხელში ეს თაობა გავა მსოფლიოზე !
guga
19 ივნისი 2024 12:39
1
ხვიჩას მიმართ ეს ვითომ კრიტიკა, სინამდვილეში ჭორიკნობა უკვე ამაზრზენ სახეს იღებს. ამას არ აკეთებს ფეხბურთის გულშემატკივარი, ეს გამორიცხულია. საბედნიეროდ ამ თაობის გულშემატკივარს გაუმართლა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი გამოგვიჩნდა, ეს ხომ ყოველთვის ასე არ იქნება. 20-30 წელში ერთხელ ჩნდებიან ამ დონის შემტევები (მესხი-ყიფიანი-ქინქლაძე). ამ ბიჭს კი იმის მაგივრად რომ ხელის გულზე ვატარებდეთ, ლამისაა ყოველ ნაბიჯზე უკირკიტებენ. რა "მცოდნე" აზრებსაც არ უნდა აფრქვევდეთ, ფაქტი არის ასეთი: ამ ნაკრებს ღირებულებას და ხარისხს აძლევს ერთი კაცი -ხვიჩა კვარაცხელია! მორჩა, ეს არის აქსიომა, რომელიც ბევრ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. მხოლოდ მისი ყოფნა მოედანზე უკვე ქმნის ნაკრების მიმართ საყოველთაო ინტერესს. მოწინააღმდეგეს მისი ყოფნა უკვე უქმნის გარკვეულ დისკომფორტს, მისი ფლანგი მუდმივად დაძაბულია და ბიჭებიც იმედიანად არიან, რომ მათაც ჰყავთ გვერდით ფეხბურთელი , რომელიც საფეხბურთო ელიტის წევრია, რაც რათქმაუნდა თავდაჯერებას ჰმატებს თითოეულს. თუ ამას ვერ გრძნობთ ყურებისას, ესეიგი ეს არაა თქვენი სპორტი. სიმართლე არის ის, რომ იმ ფეხბურთს, რაც სანიოლმა საწყის ნახევარ საათში ათამაშა, ამ ევროზე აშკარა აუტსაიდერები აგორებენ. ზოგიერთმა იხეირა კიდეც. სიმართლე არის ის, რომ ფეხბურთი რასაც სანიოლი თამაშობს, არ გულისხმობს კვარას იმგვარად გამოყენებას, როგორადაც თქვენ გსურთ ის იხილოთ, გამორიცხულია. კვარა თავის სრულ დიდებულებას ავლენს დომინანტურ, შემტევ ფეხბურთში. ცენტრის უკან ჩაკეტილ 11 კაციან ფეხბურთში, რას ითხოვთ ხვიჩასაგან, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ? ის ზედმიწევნით მისდევს მწვრთნელის მითითებებს. სანიოლის ხელში ბიჭებმა გააკეთეს შესაძლებლობების მაქსიმუმი და მეტიც. ეს გამაოგნებელი შეცვლები, ესე იგი არ იყო პრობლემა და ხვიჩას თამაშია თურმე გასაკრიტიკებელი. ვერ იტანს ეს კაცი კრეატიულ ფეხბურთელებს, ხომ უნდა გაიგოთ! ძალისძალ აიყვანა ჭაკვე ნაკრებში, მაგრამ არ აცალა და მაინც გამოცვალა, აზაროვი და არაბიძე ხომ ამ მიზეზით არ წაიყვანა, ამას რა მიხვედრა უნდა! ეს კაცი სხვა ფეხბურთს თამაშობს, არა იმას რაც თქვენ გინდათ რომ იხილოთ. ნახეთ პრესკონფერენცია: ნიჭი დააკლდათო! პარადოქსების ზვავია! სანიოლი არ ითამაშებს თქვენთვის მოსაწონ ფეხბურთს, აი ირლამდიელებს შეიძლება ნაღდად გამოადგეთ, მათთვის იქნება ზედგამოჭრილი. მგონი ყველაფერი ძალიან ნათელია და რას ერჩით ბიჭებს, რომლებმაც სული და გული ჩადეს თამაშში?!
ამატაკი
19 ივნისი 2024 14:58
4
მოქაუტაძის გოლი შეიქმნა უმაგრესი პოზიციური შეტევით,თითქმის 2 წუთი უწყვეტად ბურთის ფლობა და 36 პასი გოლამდე.
რობი
19 ივნისი 2024 12:18
3
გუშინ მატჩზე თურქები იქცეოდნენ ძალიან უზრდელურად- ჰიმნის დროს სტვენა ،ყვირილი، საგნების სროლა،დაცინვა და ა.შ..სუფთა ხროვა. ის მაგარი ქართველი ბიჭი ხაკისფერი მაისურით،რომ ჩამოვიდა და 3 თურქი ერთდროლად მოსვა თავის ადგილზე،აშკარად ეტყობოდა ვარჯიშობს კრივში.ისეთი გაბადრული ვუყურებდი ამ სცენას :-):-). ყოჩაღ،მაგარი ადამიანი ხარ،უზრდლებს ასე უნდათ،სხვანაირად ვერ იგებენ.
Მოცლილი
19 ივნისი 2024 14:10
1
ხოდა მოხვდათ კიდეც მაგის გამო კარგად
Anz
19 ივნისი 2024 14:56
1
მე პირადად მეამაყება ჩემი ნაკრები. ბიჭებმა იომეს რასაც ქვია და სულ ცოტა დაგვაკლდა დამაგვირგვინებელ ფაზაში ამ თურქეთს წაშლიდნენ ტორნადოსავით გადაუვლიდნენ. წაგება სამარცხვინო არაა, სამარცხვინო უგერგილო თამაშია. მინდა მოგაგონოთ ეს ის ნაკრებია რომლებიც 7-8 ფეხბურთელი და კიდევ კვარას და ჟორჟს შარშანდელ ახალგაზდულ ჩემპ. ნაკრებში მოიაზრებოდნენ. ჩვენმა ნაკრებმა ისეთი ხასიათი და კბილები აჩვენა ამ თურქეთს როცა იქნება გადავეყრებით სადმე და ბულგარეთს დავმართებთ. ანგარიშს(1-3) დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ესეთი ბრძოლა და ომი ბიჭებისგან გაცილებით მნიშვნელოვანია. შედეგიც და დადებითი ანგარიშებიც მოვა. მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისათვის.
G.LA
19 ივნისი 2024 16:33
4
ოქროს თაობა გვყავს ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც მაგრამ თავკაცები არ გვივარგა არც ფეხბურთში….(((
მართალი
19 ივნისი 2024 12:44
4
ესე იგი სულ თვალწინ მიდგას 36 წუთი კვარცხელიას სამი ვარიანტი ქონდა რომ პასი მიეცა ყველაზე მარტივი ცხვირწინ მაგრამ რა დაბნეულობა და პოპულისტობა ღორობა ემართება რომ ოღონდაც თვითონ დაერტყაას...თუ დარტყმა უნდოდა სწრაფად ემოქმედა ეგ იცის ტელევიზობანამ ვინც მაგაში 80 მილიონს გადაიხდის იქნება დიდი არიფი
გოჩა
19 ივნისი 2024 12:16
22
ხო გაგიჟდა მსოფლიო სანიოლის ტაქტიკაზე))) პირველი ტურის ბოლო შეხვედრა იყო და ვინმემ ითამაშა ასეთი საზიზღარი წინა საუკუნის კატენაჩოს პაროდიით? რატომ არ იძახით სიმართლეს? ვინმეს მოგეწონათ ნაკრები პირველ გოლამდე და მეორე ტაიმში მეორე გოლამდე? ალბანეთსაც არ უკადრიათ იტალიასთან და რატო გვაქვს ეს სუსტის და დამარცხებულის და მეტი აღარ შეგვიძლიას კომპლექსი? თუ ყველა ნაკრები თამაშობს ფეხბურთს სანიოლი რატო 11 კაციან დაცვას? თან გებებში არ გვაქვს და არც გვქონია ეს. და ერთადერთი შანსია შეტევა. რამდენიც წავედით და მწვთნელმა ნება დართო შეტევის შევჭამეთ თურქები და ბიჭებს მადლობა და ეს კანონზომიერიცაა გრანდების გარდა ვინმეს ყავს ნაკრებში იტალიის საუკწთესო ავსრტრიის საუკეთესო საფრანგეთის ლიგის 2 მაგარი და ესპანეთის საუკეთესო მეკარე? და მწვთნელი საშინელება დაცვის იქით ცხოვრებაში რომ არ გაუხედია. ეხლა მეტყვით ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანაო? და ერთა ლიგა რომ ყოფილიყო წინა თითქმის ყველა თაობის ნაკრები გავიდოდა აქამდეც. ჯგუფებში მესამეზე გავდიოდით სულ და გრანდების გარდა ყველას ვუგებდით ჯგუფში ხანდახან გრანდებსაც ვამწარებდით. და თუ ეხლა გავედით მხოლოდ ბიჭების თავგანწირვით და სტადიონზე მაყურებლით.
Martali
19 ივნისი 2024 12:18
14
ჯიგარი ხარ!
555
20 ივნისი 2024 20:12
0
ევროპის ჩემპიონატზე გაგვათრია უეფა-მ!
ასეა ეს ნუ ელით ჩვენი ნაკრებისგან სასწაულს!
911
19 ივნისი 2024 12:42
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული