ვილი სანიოლი: პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს - ბუდუ? ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა

AutoSharing Option
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"გასული მატჩები უკვე შევაფასეთ და ახლა პორტუგალიაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის წევრია. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა დრო მიეცა. მე არ მინდა პოლიტიკას შევეხო. არასაფეხბურთო მიზეზები არ არსებობს, ვინ თამაშობს და ვინ არა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ.

კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ
და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.

ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა".

ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...

მკითხველის კომენტარები / 68 /
ნორმალურად ილაპარაკა, არაფერი ზედმეტი. ფეხბურთის მწვრთნელია და თავის საქმეზე ლაპარაკობს.
გიორგი
16:34 25-06-2024
9
Ეს რა უმადური ტიპები წერენ სანიოლზე სიბინძურეებს... Ამოეფარებიან აქ გამოგონილ სახელებს და ამოსდით ღვარძლის ნიაღვარი, იგივე ითქმის კვარაზე და სხვა ბიჭებზეც. Თქვე ჟღვლინტიანებო, პროვოკატორებო და ინტრიგანებო, ამ დონის ფორუმზე ვთამაშობთ, მთელი მსოფლიო გავაკვირვეთ ჩვენი ჯიგრიანი და ოსტატური თამაშით, ვგულშემატკივრობა ხომ ცალკე თემაა და კიდევ აქ ვიღაცეები ჩორტებს აგდებენ ნაცებმა რომ იციან, ვითომ პატრიოტები არიან და ამ დროს საქართველოს უთხრიან ძირს... Ფეხბურთი გვაერთიანებს ყველა ნამდვილ ქართველს და ვინც ინტრიგანობთ და პროვოკატორობთ,ყველა თქვენის...
Დათო ბერულავა
19:00 25-06-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული