"ქართველებს ვქომაგობ და მათი გასვლის იმედი მაქვს... თუ სანიოლის გუნდის წინა თამაშებს გადავხედავთ..." - კანჩელსკისი საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

წარსულში ცნობილ რუს ფეხბურთელსა და ახლა უკვე მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ჩვენი გუნდი პორტუგალიას დაამარცხებს და მერვედფინალში გავა.

"თუ საქართველოს ნაკრების წინა თამაშებს გადავხედავთ და გავიხსენებთ იმას, თუ რა შანსი ჰქონდათ მათ ჩეხეთთან მატჩის ბოლო წამებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიასთან უშანსოდ არ არიან.

ქართველებს ვუქომაგებ, მათ გამო ვინერვიულებ და იმედი მაქვს, პორტუგალიის დამარცხებით მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და რონალდოს დაპირისპირებას, აქ მთავარი მწვრთნელების დავალებებია.
მთავარია, გუნდმა მოიგოს და რომელი რომელს აჯობებს, არც ისე მნიშვნელოვანია", - თქვა კანჩელსკისმა.

altკანჩელსკისი: მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ყველა მატჩი ნაყიდი ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
უკრაინელია წარმოშობოთ იქ დაბადებული გაზდილი თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. გამოთქვა სურვილი და გულშემატკივრობს საქართველოს. ამაში ცუდიცარაფერია.
გიგიგ
27 ივნისი 2024 00:03
1
ეს იგივეა, ეხლა ჯიქიაზე რომ თქვას ვინმემ ეს რუსი არაა, ქართველიაო ))
კანჩელსკისი არის რუსი. მიუხედავად ყველაფრისა არ მიჭირს ვაღიარო რომ მშვენიერი ფეხბურთელი იყო. 90-იანების დასაწყისში რუსებს რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავდათ.
კორბენა
26 ივნისი 2024 18:08
1
ზუსტად! რუსი ფეხბურთელი იყო და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, ნაკრებშიც გამორჩეული იყო და რაც თქვა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად იყო ყველაფერი. ჯიგარია და მადლობა მხარდაჭერისთვის!
:)))))
27 ივნისი 2024 10:53
0
კარგი ფეხბურთელი იყო. "იუნაიტედში" და "ევერტონში" წარმატებულად თამაშობდა. რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. მერე, დასაძრახი რა არის? ლატვიური მხოლოდ გვარი აქვს, ენაც არ იცის. საერთოდ, მისი წარმოშობა რა განსახილველია. ცნობილი, წარმატებული ფეხბურთელია და თუ საქართველოს ნაკრებს მხარს დაუჭერს, რატომ უნდა გეწყინოთ.
ვატო
26 ივნისი 2024 17:12
2
კომენტარებში რას დაობენ, გასაკვირია. კანჩელსკისი რუსეთის მოქალაეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და მისი მშობლიური ენა რუსულია. ეგ ისეთივე ლატვიელი თუ ლიტველია, როგორც დავით სერგეენკო რუსი.
ლაშა
26 ივნისი 2024 16:40
1
არააა რუსი არა, უკრაინაში დაბადებულია და გზრდილი, ოეეეეეეეეეეეეეეეეეეე დონეცკის შახტიორიდან და კიევის დინამოდან დაიწყო კარიერა
გაიგეთ მანიაკებო?
26 ივნისი 2024 16:15
6
რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და რუსულად საუბრობს. უკრაინელობა თუ უნდოდა, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებდა, უკრაინის ნაკრებში ითამაშებდა და უკრაინულად ისაუბრებდა. სხვაობას ვერ ხედავ?
კოკი
26 ივნისი 2024 17:16
0
კი აბა რა, ლიტველიც რუსია, ლატვიელიც , ფრანგიც და ზიმბაბველიც... ხომ თქვა თქვენმა - რუსთმოყვარულების მამამ და კერპმა პუტინმა - რასია ნიგდე ნე კანჩაეტსაო... ისემც თქვენი! რა გეშველებათ მართლა.. თუმცა რატომ უნდა გეშველოთ, დარჩით ღამურებად, თქვენი პრობლემაა ბოლო-ბოლო.
aburjgas
26 ივნისი 2024 14:57
8
ტიპი რუსეთიას მოქალაქეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და რუსულად საუბრობს, ანუ ლატვიური მხოლოდ გვარი აქვს.
:)
26 ივნისი 2024 17:19
1
სექტანტები შემოვარდებიან და დაიწყებენ წერას რუსი,რუსთ.

რეალშიც ესე რომ ისაუბროთ კარგი იქნება, მარტო აქ რომ წერთ.
sektantebo
26 ივნისი 2024 14:10
8
სარკეში ჩაიხედე
sektantebo-ს
26 ივნისი 2024 15:16
2
ნუ გადამრიეთ რა. რანაირად არის კანჩელსკისი რუსი? ჩივაძეც თამაშობდა სსრკ ნაკრებში და გამოდის რომ რუსი ფეხბურთელია? ისწავლეთ რა ამ გვარების და ეროვნებების გარჩევა.
ტიჯანი პაპა
26 ივნისი 2024 14:02
6
Aburjiga ჯერ ერთი ლიეტუველი არაა, ლატვიელია.
გუგა
26 ივნისი 2024 15:29
1
რუსეთის ნაკრებში თამაშობდა
TGK
26 ივნისი 2024 14:42
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული