"თამაშის წინ რონალდო ჩემთან მოვიდა და..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან
ძლიერები ვართ!
თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ.

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში".

alt"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

altრობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
გენაცვალე ხვიჩა და ვენაცვალე ბიჭებს, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გუნდში ბიჭები ერთმანეთის მაჯისცემას გრძნობენ. მიხარია რომ ხვიჩია საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ორივე გუნდიდან, ეს უფრო დიდ შემარყებას მისცემს. დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელებით კარგი გუნდები დაინტერესდებიან
იკა
27 ივნისი 2024 04:39
1
უბრალოდ ქართველებს ისე გვიყვარს ორი კვარა გვინდა და ორი კვარა რომ გვყავდეს ჩემპიონობა არ მოგვინდებოდა? თუ რამე არარეალურს მოვითხოვდით. კვარა გვყავს ერთი და მეოთხედფინალი გვინდა 2 კვარა ხომ ფინალის მოგების ტოლფასი იქნება
roma bejanidze
27 ივნისი 2024 03:55
2
ხვიჩა დღეს ყველგან იყო და ყველგან ყველაფერი საოცრად გამოსდიოდა. მიქაუტაძე, გველესიანი, ჩაკვე, დავითაშვილიც და ყველა საუკეთესო მატჩი ჰქონდათ. ერთი რამ მინდა ავღნიშნო. რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ბოლო წამამდე თავდადება. ესაა ყველაზე დიდი საჩუქარი მომავალი თაობისათვის. დაანახო თუ რა შეუძლია თავდადებას. თამასა კი უკვე ისე მაღალზეა, აუცილებლად ძლიერი თაობა უნდა წამოვიდეს. მადლობა ბიჭებს. მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც ეს დღეებია იქ არის. საოცარი გარემოა.
სიმართლე უნდა ითქვას
27 ივნისი 2024 03:39
0
ხვიჩა დღეს ყველგან იყო და ყველგან ყველაფერი საოცრად გამოსდიოდა. მიქაუტაძე, გველესიანი, ჩაკვე, დავითაშვილიც და ყველა საუკეთესო მატჩი ჰქონდათ. ერთი რამ მინდა ავღნიშნო. რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ბოლო წამამდე თავდადება. ესაა ყველაზე დიდი საჩუქარი მომავალი თაობისათვის. დაანახო თუ რა შეუძლია თავდადებას. თამასა კი უკვე ისე მაღალზეა, აუცილებლად ძლიერი თაობა უნდა წამოვიდეს. მადლობა ბიჭებს. მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც ეს დღეებია იქ არის. საოცარი გარემოა.
სიმართლე უნდა ითქვას
27 ივნისი 2024 03:39
0
სტადიონების გადახვნას რო აპირებდნენ იმათ დღეს ტრაქტორი დაალომბარდეს და ტოტალიზატორში დადეს პორტუგალიაზე.
ბიჯო,შემოდგომამდე მაინც გამოიყვანეთ,ხალხს სიმინდი აქვს ასაღები და კიდე ორ კაპიკს იშოვით
Levani
27 ივნისი 2024 03:05
4
ეხლა წავა ჯიმალოების ნაციზმი და ბლატავი!!!
ქუგალი კი არა ბაჩო ახალაია
27 ივნისი 2024 03:00
22
ამ მატჩში,ხვიჩამ თავისი ვარსკვლავური სტატუსი დაადასტურა.ვარსკვლავია მამარდაშვილიც და ამ სამი მატჩის შემდეგ,მიქაუტაძეც.კიდევ რამდენიმე ბიჭი,ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ცოტაც თუ მოუმატეს,ისინიც მაგ კატეგორიაზე გაიწევენ.ამ თამაშმაც გვიჩვენა,რას ნიშნავს ჩვენთვის კიტეიშვილი.თავიდანვე რომ გვყოლოდა,წინა ორი თამაშიდან,სულ ცოტა ერთში მაინც,ჩვენთვის უფრო უკეთეს შედეგს მივაღწევდით და საგზურს ადრევე მივწვდებოდით.ბრავო ჩვენ სამწვრთნელო შტაბსაც.სამივე მეტოქე,ძირფესვიანად გაშიფრეს და ჩვენ ბიჭებში,ის თვისებები გახსნეს,რაზეც ვერც კი ვიფიქრებდით.
სოსო
27 ივნისი 2024 02:47
0
მართალი ხარ! თან ესპანეთსაც ავიცილებდით ამ ეტაპზე
დავით 67
27 ივნისი 2024 16:05
0
ამ ბიჭზე წერდით, თქვე ცხოვრებით არასწორებო,არ თამაშობს და თავს უფრთხილდებაო არაა?!! თქვენი წარაკუა შუბა დავხიე, თქვე მლღალატეებო! ხვიჩუ წინ და წინ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
27 ივნისი 2024 02:28
6
მაგ ბიჭმა გოლი გაიტანა მიქსუტაძის მირთმეული პასით, დანარჩენი იგივე 'ნაპოლი' იჩალიჩა ოღონდ კარგი განწყობით. ბურთებს თვითონ კარგავს ყველგან და მსაჯიც სულ არ მოეფერება.
ლუკა
27 ივნისი 2024 07:50
22
ისე ტრაბახობ გეგონება უკვე მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი ვაი ვაი
ძუკუ
27 ივნისი 2024 03:12
46
სოტყვები არ მყოფნის. მადლობა ხვიჩას და სუყველას ჩვენი ბიჭები შეუდარებლები იყვნენ.
G.LA
27 ივნისი 2024 02:24
0
ყველა თამაშის სათამაშო ამ თამაშში ითამაშა კვარამ..ყველამ შული გული დადო მოედანზე..მადლობა ბიჭებს..ისტორია დაიწერა და თან როგორი..რეკორდებით..ასეთ ნაკრებთან მოგება გარდა ჯგუფიდან გასვლისა დიდი მუხტია და თავდაჯერება..ცოტა იღბალი და ისეთ ნაკრებს შევხვდებოდით რომ შემდეგ ეტაპზეც ბევრი წაიღებდა თავის სიტყვას..მაგრამ უკვე გავიმარჯვეთ..ესპანეთთან მხოლოდ ღირსეულადთ თამაში გვინდა..დღეს დიდი დღე გვაქვს ქართველებს..დავტკბეთ ამ გამარჯვებით..დიდება საქართველოს..
კიეზა
27 ივნისი 2024 02:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული