ნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან "რეალიდან" საუდის არაბეთის "ალ კადსიაში" გადავიდა:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის
წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
გნახავთ ნაჩო ხარ თუ ხაჭო რა ბიჭიც ხარ. ჩვენი მამარდა ისე თამაშობს მიმიქარავს მამარდასვე კუმირი ნოიერი. ახლა სიბერეში კი არა, არამეტ ახალგაზდობაშიც. დაცვამ თუ ისე ითამაშა როგორც პორტუგალიასთან მერე ვნახოთ რა მოხდება.
G.LA
28 ივნისი 2024 03:02
8
რამდენი წლისა ხარ ძაან პრიმიტიულად წერ ბარემ სკამზე დადექი და წითელქუდას ზღაპარი მოყევი შენისთანები მოგისმენენ და ბევრ ლაიქებს დაწერენ
g.la-ს
28 ივნისი 2024 09:01
28
აღდგომა და ხვალეო..ამას ის გონია 7 გოლი რომ გაგვიტანეს ისევ ის თამაშია..დიახ უმაღლესი შემადგენლობა ყაბს ესპანეთს..მაგრამ ჯერ ევროზე გასვლამ ..შემდეგ ჯგუფიდან გასვლამ ჩვენს ბიჭებს ისეთი მუხტი მისცა..ვერცერთი ექსპერტი ვერ გამოიცნობს ჩვენს თამაშს და ესაა ჩვენი კოზირი..წმინდა გიორგი ფარავდეს ნაკრებს და ყველა ქართველს..მჯერა ღირსეულად ვითამაშებთ..დიდება საქართველოს..
კიეზა
28 ივნისი 2024 10:44
0
Mdaaaa... Shen dagechimos yvrebi tamashi rom morcheba.
Gg
28 ივნისი 2024 01:12
3
ე.ი. ე.წ. "ტრიკი" ჩამოუვიდეს?
ჯანი გავარდეს - "ტრიკიც" ჩამოუვიდეს და ე.წ. "ბოვასილიც"" გაუაქტიურდეს
(როოგორც "იადიგარ დაუდში" არისდა როგოც ზაზა ფანასერტელციცისვილის ხელნაწერებში).
28 ივნისი 2024 09:44
2
არაა გამორიცხული ესპანეთმა რამდენიმე გოლი გაგვიტანოს და მოგვიგოს მაგრააამ.....ჩვენ ამ მოკლე დროში დავამარცხეთ ორი ყოფილი ევროპის ჩემპიონი საბერძნეთი და პორტუგალია.ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს გასამება.ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ბიჭები კვირას.ხომ მეთანხმებით ?
გოჩა
28 ივნისი 2024 11:17
0
რაც შეეხება ესპანეთს. დაუმარცხებელი არაბინაა და ჩვენ ესპანეთი მათსავე ტერიტორიაზე დავამარცხეთ ერთხელ უკვე, ახლა ჩვენი გუნდი ბევრად ძლიერია და მეტი მოტივაციით, მეორე ესპანეთი ერთადერთი გუნდია რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვია, ასე უსაშველოდ ვერ გაგრძელდება და ახლა მოვიდა გოლის გაშვების დრო, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, კარგი ამბავია ის რომ 3 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანეს, იმდენივე რაც საქართველომ, ჩვენი შანსები მოტივაციის ჩათვლით 50/50 ზეა, ფსიქოლოგიური წნეხი ესპანეთს უფრო აწვება ვიდრე ჩვენ და ჩვენ უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც! მთავარია ნაკლები შეცდომა დაცვაში და ბევრი მოძრაობა შეტევაში როგორც ბურთით ისე უბურთოდ, ზუსტი პასები, სულ ეს არის. საქართველო მეოთხედფინალშია!!!!!
ნიკოლოზი
28 ივნისი 2024 10:15
3
ამას შიში ალაპარაკებს. წასულია ამათი საქმე!
რევანშის დროა!
LB
28 ივნისი 2024 11:29
0
და რაში სჭირდებათ ბევრი გოლი, როდესაც გასასვლელად ერთიც ყოფნით? დუხიდან გვაგდებს ეს არაკაცი. მიდით ბიჭებო და ანახეთ, ვის უფრო მეტი გოლის გატანა შეუძლია!!! უნდა გადავუაროთ და სრულფასოვანი რევანში ავიღოთ. არ აპატიოთ 7-1!
ტიჯანი პაპა
28 ივნისი 2024 09:32
3
მივმართავ ნაკრების ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად ჩაუკეტეთ თამაში, მხოლოდ კონტრებზე ვითამაშოთ და სტანდარტებზე. 0-0 რომც მორჩეს მისაღებია, დამატებით დროში მოვუმთავრებთ. ჯობია არასანახაობრივი თამაში იყოს. თუ გავუხსნით თამაშს, ძალიან სწრაფად შეიძლება რამდენიმე გოლი მივიღოთ და მერე აზრი არ ექნება არანაირ ტაქტიკურ ცვლილებას.
GG
28 ივნისი 2024 11:35
1
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირება, პირადად ჩემთვის ჩვენი ნაკრების თითოეული წევრი უკვე ჩემპიონია იმ მიღწევიდან გამომდინარე, რომელიც მათ უკვე აქვთ მერვედფინალში გასვლით. ახლა წნეხი ესპანეთზე უფროა, რადგან მათ ფავორიტის სტატუსი უნდა დაიცვან, ჩვენ კი ამაღლებულ ხასიათზე მყოფებმა უნდა შევეცადოთ ლაღი, თამამი თამაში ვაჩვენოთ და ვინ იცის...როგორც ადრე იტყოდნენ - ბურთი მრგვალია ;)
ABARA
28 ივნისი 2024 11:28
0
პორტუგალიასთან ანგარიში 3:1 ვიფიქრე ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა 2:0 უფრო მშვენიერი აღმოჩნდა. გამეორება ცოდნის დედაა მეგობრებო, ისევ 3:1 ან უფრო უკეთესი 2:0 და კიდევ გავდივართ შემდეგ ეტაპზე.
პ.ს. ბიჭებო თამაშის მერე ნაჩო დაპატიჟეთ საქართველოში, ხელი ჩამოართვით )))
უკომენტაროდ
28 ივნისი 2024 11:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული