ვილი სანიოლი: ესპანეთთან 1:7 წაგება კარგი გაკვეთილი გამოდგა - თავდაჯერება არ გვაკლია

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ესეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად
გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეცბურთელია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია."

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს მერვედფინალური მატჩი , საქართველოს ნაკრები მაინც ქებიას და ტაშს იმსახურებს !!!
ბესო
21:26 29-06-2024
0
ჰოდა არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არც მსაჯთან უნდა ვიკამათოთ, ვარიც ჯერ-ჯერობით ჩვენს მხარეზეა, ამიტომ უნდა ვითამაშოთ მთელი ძალით და ვათრიოთ ესპანელები. მაგათ პოვოკაციებს და უხეშობებს მსაჯიც მიხედავს, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. აუცილებლად მოვუგებთ მაგათაც და გერმანიასაც!
ჰააა, გარეჯი ნაურუა?)))
17:03 29-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული