რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი.
"ევროპის ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებ, მაგრამ ვხარობდით საქართველოს ნაკრების შედეგებით, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.
დავინახე, როგორი ბედნიერები იყვნენ გულშემატკივრები, სპორტსმენები თავიანთი მიღწევით გაოგნდნენ. ასეთ ნათელ მოვლენებს, რა თქმა უნდა, მე თვალს ვადევნებ", - ციტირებს მარია ზახაროვას ТАСС-ი.
რუსულ მედიაში მის გამონათქვამს ცინიკურად გამოეხმაურნენ. კომენტარებში წერენ, რომ, ეტყობა, ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან "ეს საქმე" უყვარს.