შესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში "ოქროს ბუცის" გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.

დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.

Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

რა მოხდება, თუ მაინც თანაბარი რაოდენობის გოლებს მივიღებთ? - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში "ოქროს ბუცის" მფლობელად
ყველა თანაბარი რაოდენობის გოლის ავტორი ჩაითვლება.

ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს, რომელსაც დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად 3 გოლი აქვს შეგდებული.

მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, რისი წყალობითაც კეინსა და ოლმოს ერთპიროვნულად გალიდერება და მარტოს "ოქროს ბუცის" მოპოვება შეუძლიათ.

ამას გარდა, ჯუდ ბელინგემისა და ესპანელი ფაბიან რუისის ანგარიშებზე 2 გოლია. შესაბამისად, შანსი მათაც აქვთ, მინიმუმ იმ 6 ადამიანს შეუერთდნენ, ან ერთპიროვნული ლიდერობა მიიღონ.

შეხსენებისთვის, ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს გაიმართება.

altL'Equipe: მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხალხო რეებზე ვკამათობთ და ვდაობთ ოლმოს გოლი იყო არ იყო რატო ჩაუთვალეს არ უნდა ჩათვლოდა სამართლიანი ის იქნება ამ ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელი მიქაუტაძე რო გახდეს ან თუნდაც არა კეინი ან თუნდაც არა ოლმო, გუნდები ფინალში არიან გასულები თანაბარის შემთხვევაში არცერთ გამოგდებული გუნდის ფეხბურთელს არ განვიხილავდი კანდიდატურად, წარმატებები ჩვენს გიოს მარა ამ ილუზიებიდან გამოდით იქ ვიღაცამ უეფას წერილს ვწერდიო არ გცხვენიათ საერთოდ. მიქაუტაძის გოლები კეინის და ოლმოს გოლებს რითი ჯობდა ორი პენალი და ერთი მეტრისან რო გაიტანა გოლი? ხარისხს აღარ აქვს მნიშვნელობა ? ან საგოლე პასსს????
ობიექტური
15:37 13-07-2024
3
ვერაფრით დავეთანხმები ამ ცვლილებას.საგოლე პასი,არანაკლებ მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა,არ შეიძლება.როგორც დამატებითი კრიტერიუმი,თანაბარი გოლების შემთხვევაში, მაინც უნდა დარჩენილიყო.ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული,დავტოვებდი გოლს პლიუს პასს,მაგრამ გოლი,მეტი ან ტოლი უნდა ყოფილიყო,პასზე.ეს მოდელი,უპირატესობას უტოვებს მეგოლეს,მაგრამ შანსს აძლევს ცენტრალური თავდამსხმელის უკან მოთამაშე ფეხბურთელებსაც.მოკლე ტურნირებში,ძალიან ხშირად ხდება,როცა რამდენიმე ფეხბურთელს აქვს,თანაბარი გოლები.როგორც ფრის შემთხვევაში,პენალტები ინიშნება,უძლიერესის გამოსავლენად,ასევე ბომბარდირობაშიც,რაღაც დამატებითი კრიტერიუმების არსებობაა საჭირო,საუკეთესოს გამოსავლენად.არ შეიძლება ტურნირს ერთდროულად ორი ჩემპიონი ჰყავდეს და სასურველია,ტურნირს,ერთპიროვნული ბომბარდირი ჰყავდეს.
სოსო
12:23 13-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული