შესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში "ოქროს ბუცის" გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.

დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.

Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

რა მოხდება, თუ მაინც თანაბარი რაოდენობის გოლებს მივიღებთ? - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში "ოქროს ბუცის" მფლობელად
ყველა თანაბარი რაოდენობის გოლის ავტორი ჩაითვლება.

ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს, რომელსაც დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად 3 გოლი აქვს შეგდებული.

მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, რისი წყალობითაც კეინსა და ოლმოს ერთპიროვნულად გალიდერება და მარტოს "ოქროს ბუცის" მოპოვება შეუძლიათ.

ამას გარდა, ჯუდ ბელინგემისა და ესპანელი ფაბიან რუისის ანგარიშებზე 2 გოლია. შესაბამისად, შანსი მათაც აქვთ, მინიმუმ იმ 6 ადამიანს შეუერთდნენ, ან ერთპიროვნული ლიდერობა მიიღონ.

შეხსენებისთვის, ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს გაიმართება.

altL'Equipe: მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 35 /
დღევანდელ დღეს უკვე აღარაფერი გაგაკვირვებს კაცს. დავანებოთ თავი ვარის სისტემას, იქ შესაძლოა სხვადასხვა მსაჯებს 1 კონკრეტულ ეპიზოდზე სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, აქ ბევრი ფეხბურთის მართლა მცოდნენი ხართ ( იშვიათი გამონაკლისების გარდა), დანი ოლმოს დარტყმული ბურთი რომ ფრანგმა მცველმა ჩაჭრა კარში და ის გოლი რომ ოლმოს ჩაუთვალა უეფამ, ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ტიპმა ბურთს რადიკალურად შეუცვალა მიმართულება და შევარდა კარში.
ქობულეთიდან
17:01 12-07-2024
2
ოლმოს ბოლო გოლი წესით რიკოშეტი იყო და არ უნდა ჩათვლოდა, ბურთი მცველს რომ არ მოხვედროდა კარში არ შედიოდა
რეალისტი
15:46 12-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული