წარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა. თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია
დავითაშვილით, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.

ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:1
გოლი: ქოჩორაშვილი (71)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

altცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა

altსაქართველოს ფავორიტი მეტოქე - "ჯვაროსნების" სტატისტიკა ალბანეთთან

მკითხველის კომენტარები / 58 /
გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი და დაერქვას ეროვნული ნაკრების გამზირი, ან 26 მარტის გამზირი. ასევე გაჩნდეს თბილისში ვილი სანიოლის სახელობის ქუჩა.
DAVE
11:55 11-09-2024
0
ამ თამაშებმა დამანახა რომ ნაკრები მარტო ხვიჩაზე აღარ არის დამოკიდებული.გვყავს შესანიშნავი სამეული ქოჩორა,კიტე და ჩაკვე რომლებსაც თამაში მიყავთ.მადლობა სანიოლს რომელმაც მიაგნო ისეთ ტაქტიკას სადაც ზოგიერთ შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელს მაქსიმალურად იყენებს.
ამაშია საქმე
11:24 11-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული