უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში დებიუტანტი ეყოლება

AutoSharing Option
Sport.ua თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის "შახტარის" 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება.

გამოცემა "ლურჯ-ყვითლების" მწვრთნელის, სერგეი რებროვის ამ გადაწყვეტილებას ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებით ხსნის. რუსლან მალინოვსკი დაშავდა, ხოლო ალექსანდრე ზინჩენკოს "არსენალში" მცირე სათამაშო დრო აქვს.

როგორც უკვე გაუწყეთ, ბონდარენკოს ნაკრებში პირველად უხმობენ. ის 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.

შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები 11 ოქტომბერს ერთა ლიგის B ჯგუფში პოზნანში საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს
დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უკრაინელებს უკან დასახევი გზა აღარ აქვთ.არც თავს დაზოგავენ ჩვენთან,არც ჩვენ და მათი ფიზიკური მონაცემები რომ ვიცით,უძნელესი მატჩები გველის.
სოსო
17:13 25-09-2024
0
უკრაინასთან ფრე და ალბანეთთან მოგება. ესეც კარგი შედეგი იქნება
კოკო
19:56 25-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული