როდის ითამაშებს ნაკრები "დინამო არენაზე", როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან... - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
"ერთა ლიგაზე" უკრაინასა და ალბანეთთან ჩასატარებელი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: "ზაფხულის შემდეგ ახალი გამოწვევისადმი ფეხბურთელების მიდგომა ძალიან მაინტერესებდა. მოლოდინი გადაჭარბებით განხორციელდა. სექტემბერი ჩვენი განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. ჩვენი პროგრესი გრძელდება.

მიქაუტაძე მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით. ფეხბურთს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები...

გულიაშვილის ევროპის ჩემპიონატამდე გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა. ახლა მისთვის, ისევე როგორც მანამდე ნონიკაშვილისთვის, შანსის მიცემის
დრო იყო.

ყველა მატჩი ერთმანეთს არ ჰგავს. შეცდომებიც იქნება. მთავარია, ახალი და უფრო დიდი გამოწვევებისთვის ვიყოთ მზად.

კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. დაბალანსებული ნახევარდაცვის შექმნა შევძელით, თუმცა ეს ყოველთვის ვერ მოხერხდება.

ალთუნაშვილი დიდი ხანია, რაც ჩვენთანაა და ვაფასებ მის შესაძლებლობებს. კარგი მომავალი აქვს ნონიკაშვილს, ისევე როგორც გოგლიჩიძეს. საბა 20 წლისაა, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ ამ დონეზე უფრო დიდი ხანია, რაც თამაშობს.

ვფიქრობ, კონტესთან თანამშრომლობა ხვიჩასთვის ნაყოფიერი გამოდგა, უკეთ თამაშობს, ვიდრე შარშან. იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც ხვიჩაა, მაღალ დონეს ყოველთვის იბრუნებს.

გასულ სეზონში შეკითხვები ხვიჩას ფიზიკურ მომზადებასთან გვქონდა, რაც ახლა ასე აღარაა.

ჩვენ უკვე ყველა სერიოზულ ძალად აღვიქვამს. უკრაინის ნაკრები წარმატებას ეცდება და დაძაბული შეხვედრა გველის."

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენ "დინამო არენაზე" მაშინ ვითამაშებთ, როცა ტრიბინების ბოლომდე შევსების შესაძლებლობა გვექნება. თანაც, მნიშვნელოვანია, ნაკრებმა სხვადასხვა ქალაქში ითამაშოს, ამიტომ, შემდეგი მატჩი, ნოემბერში, ბათუმში იქნება.

სანიოლთან დიდი და წარმატებული გზა გავიარეთ. ვეცდებით, ყველაფერი ეს უფრო წარმატებული გავხადოთ. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, უახლოეს მომავალში ნაკრებს საკუთარი ბაზა ჰქონდეს.

თუკი ირანიდან ფრენები არ იქნება, გიორგი გველესიანი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ავტომანქანით ჩამოვა და პოლონეთში ჩვენთან ერთად გამოემგზავრება."

altნაკრებში ერთი დებიუტანტია - სანიოლმა უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 32 /
სხვადასხვა ქალაქებში უნდა ჩატარდესო რომ ამბობს გეგონება თბილისი და ბათუმის გარდა სხვა ალტერნატივა ჰქონდეს. მე შენ გეტყვი თელავში ან ტყიბულშიც ჩაატარებს. ფარსი ხართ ყველანი ფედერაციაში.
დავით 67
20:17 05-10-2024
5
ეჰ სადღაა ლანჩხუთში ან გუნდი(მესამე ლიგის აუტცაიდერია) ან სტადინი მაინდამაინც კლუბის 100 წლისთავზე შლიან გუნდს, ჟორდანიას უნდოდა გუნდში მოსვლაო, ლანჩხუთლები იძახიან წილოსანმა არ მოუშვაო, რას გაიგებ.
მერაბი ბებიაs
17:04 05-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული