მიქაუტაძე: ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, ბათუმში უკრაინასთან ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), მეტოქის კარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დალაშქრა. მან ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 34-ე შეხვედრაში მე-15 გოლი გაიტანა და კომენტარი გააკეთა:

"ყველამ იცის, რომ გოლების გატანა მიყვარს. გახარებული ვარ, რომ შეცვლაზე შევედი და გავიტანე. სტადიონზე მაგარი ატმოსფერო იყო, მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ბოლო თამაში ჩეხეთში გვაქვს და მოსაგებად უნდა წავიდეთ".

altსანიოლი: შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს - ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!

altრებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!

altროგორი შეფასებები

მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

altფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასევე ყვითელი მიიღო ალბანეთთან თავდამსხმელმა ხორიმ და ეგეც გამოტოვებს! მაგარი დანაკლისით ხვდება ჩეხეთი ჩვენთან ამ თამაშსს!
სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ უკრაინასთან, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძრავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან! ლობჟანიძე უნდა ავამოქმედოთ და დაცვა კაშია-გველესიანი-დვალი გამოვუშვათ! მე მგონი ლოჩოშვილს ისევ ძირითადში დააყენებს! ასევე გამოვლენ პირველი წუთებიდან: კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე! შეცვლაზე შემოვლენ დავითაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი და ზივზივაძე! ეს თამაში თუ მოიგო სანიოლიმ ყველას დაადუმებს და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება საერთოდ მის მიმართ!
მწვრთნელი
15:06 17-11-2024
0
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.ზოგს ალბათ დაავიწყდა რამოდენიმე წლის წინ ჯგუფის მოგებაზე კიარა თამაშის მოგებაზე ვოცნებობდით,მადლიერება აუცილებელია ყველაფერში,ვენაცვალ ჩვენს ბიჭებს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული