კიტეიშვილი: ნაკრების კაპიტნობა ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. რთულია, ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა.

სავარაუდოდ, მეტოქე გუნდი თავს კარგად დაიცავს და სწრაფი კონტრშეტევები ექნებათ. ზუსტად არ ვიცით, როგორ ითამაშებენ, იქნებ მაღალი პრესინგიც შემოგვთავაზონ. პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

კაპიტნობა საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული ამბავია. ჩვენი ნაკრები ყველას განსხვავებულად გვიყვარს, ამ გუნდისა და ფეხბურთელების კაპიტნობა ჩემთვის ბედნიერი გრძნობაა. მადლობა მთავარ მწვრთნელს
ნდობისთვის და იმედია, წარმატებული თამაში გამოგვივა".

ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან

მკითხველის კომენტარები / 14 /
იღბლიანია კვარა და კვარა უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი იღბალი იღბალს მოაქვს!!!
კვარა
13:26 20-03-2025
3
ჩემი აზრით კაშია რო წავა ნაკრებიდან კაპიტანი კვარა უნდა იყოს!!!!!!!!რომელი ქვეყანაშიც არუნდა ეთამაშა კვარას ყველგან ესე იქნებოდა საქართველოს გარდა!!!
კვარაცხელია კაპიტანი უნდა იყოს
13:25 20-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული