3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი შექმნეს - ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში ივუსთან ბრძოლაში გაზონზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავდა და ჩვენს გუნდს მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა, დაარტყა კიდეც და ბურთი მეკარე ჩანჩარევიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგ ქოჩორაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, ჯერ მიზანს ვერ უწია, ცოტა ხანში კი მან „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, თუმცა სევიკიანს მამარდაშვილმა არ გაატანინა. მერე სომხების კარი მიქაუტაძემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
მეორე ტაიმის დასაწყისში დავითაშვილის კარგ შეტევას შედეგი არ მოჰყვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩაკვეტაძის დიდებული დრიბლინგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი, წიტაიშვილი და ზივზივაძე შეუშვა, ხოლო 5 წუთის შემდეგ ტრავმირებული ლოჩოშვილი დვალით შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
პირველ რიგში გილოცავთ ნაკრების გამარჯვებას. აშკარად კლასით მაღალი გუნდი გვყავს... შემადგენლობას რაც შეეხება დვალი უფრო უხდება ნაკრებს ვიდრე ლოჩოშვილი, კვეკვეს ადგილს სკამზეც ვერ ვხედავ... დავითაშვილი სკამიდან უფრო კარგად შემოდის... ამ ტაქტიკაში კარგად ჩაჯდება ლობჟანიძე და არაა დასაკარგი ფეხბურთელი მისი სისწრაფე გამოადგება ნაკრებს.. თბილისში უფრო დიდი ანგარიში მოვიგებთ!!!!!!
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.