"ეს განსაკუთრებული ფორმაა" - მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც დუბლით გამოირჩა და ჯამში "ჯვაროსანთა" ფორმით 18 ზუსტი დარტყმა მოუგროვდა.

მატჩის შემდეგ ფრანგულმა გამოცემება მიქაუტაძის დიდებულ ფორმას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა დათვალეს.

madeingones.ouest-france.fr წერს, რომ ქართველი განსაკუთრებულ ფორმაშია და შესანიშნავ მაჩვენებლებს აფიქსირებს.

კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ეს კი
სულ რაღაც 169 წუთში შეძლო.

ქართველი მატჩში შედეგიან ქმედებას (გოლი ან ასისტი) ყოველ 18,78 წუთში ასრულებს, რაც ბრწყინვალე სტატისტიკაა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი-ჟორჟ ლიონელს ბაქოში და ერევანში 2-2 გოლი აქვს უკვე გატანილი, ახლა 23-ში თბილისშიც უნდა ველოდოთ მის 2 გოლს! რა ქნას თავისი ბრალი არაა - უყვარს ბომბარდირი და ამიტომ აკეთებს ამას!!!
ასეთი ფეხბრთელები გვიმრავლოს საქართველოში უფალმა!!!
ვაჟა მასწავლებელი
01:46 22-03-2025
0
Stabilurad Unda aqcios aset formashi yofna. top gundshi mosaxvedrat
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული