
მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც დუბლით გამოირჩა და ჯამში "ჯვაროსანთა" ფორმით 18 ზუსტი დარტყმა მოუგროვდა.
მატჩის შემდეგ ფრანგულმა გამოცემება მიქაუტაძის დიდებულ ფორმას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა დათვალეს.
madeingones.ouest-france.fr წერს, რომ ქართველი განსაკუთრებულ ფორმაშია და შესანიშნავ მაჩვენებლებს აფიქსირებს.
კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ეს კი
ქართველი მატჩში შედეგიან ქმედებას (გოლი ან ასისტი) ყოველ 18,78 წუთში ასრულებს, რაც ბრწყინვალე სტატისტიკაა.