საქართველოსა და სომხეთის მატჩს ნაცნობი ინგლისელი არბიტრი იმსაჯებს

AutoSharing Option
23 მარტს, "დინამო არენაზე" საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელსაც ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი ენტონი ტეილორი იქნება, ლაინსმენები კი გარი ბესვიკი და ადამ ნანი, ხოლო მეოთხე არბიტრი - რობერტ ჯონსი. VAR-ის ოთახში დარონ ინგლენდი და სტიუარტ ეტუელი იმუშავებენ.

ენტონი ტეილორი 2020 წელს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის მსაჯი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 0:1 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული