"ამდენი ქართველის სტადიონზე ყოფნა დამამცირებელი იყო" - სომეხი ფანების ლიდერი

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს მატჩს ადგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.

"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.

ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

თამაშის დასასრულს ადგილობრივი გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით".

altსომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ

alt"ხაიტარაკუმ ენ რესპუბლიკან". მიქაუტაძის პასუხი ვან ტ’სხიპს - დუბლი და სასიამოვნო ისტორიის გაგრძელების მოლოდინი [VIDEO]

alt"ეს განსაკუთრებული ფორმაა" - მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

altსაქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
სხვათაშორის სომხეთში, მოსახლეობა ფანებს კარგად გვხვდებოდნენ, არავითარი აგრესიულობა და მაგის მსგავსი. მოდით და ჩვენც იგივეთი ვუპასუხოთ! ერთადერთი რისი შიშიც გვაქვს, აქაურმა ჩასაფრებულმა ნაცებმა პროვოკაციები არ მოაწყონ და არეულობა არ გამოიწვიონ. (ეგენი ხომ პროვოკაციების დიდოსტატები არიან?)ისე, რომ ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. გამარჯვება ბიჭებს!
უბრალოდ გულშემატკივარი!
12:23 22-03-2025
28
გამარჯვება კარგია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი იყო ისეთი ამ თამაშში და არა მარტო ამ თამაშში,ჩვენი ფეხბურთელები უპერსპექტივო სიტუაციიდან რომ ურტყავდენ კარში, მაშინ როცა პასი უნდა გაუკეთო მარჯვე ადგილას მდგარ თანაგუნდელს.სირცხვილია ამდენი ხანი ფეხბურთს თამაშობდე და ეს არ იცოდე.რისთის აკეთებენ ამას, წინასწარ იცი, რომ გოლს ვერ გაიტან ,მომენტს აფუჭებ,მარტო კარში დარტყმით თავს ვერ მოაწონებ იმათ,ვის დასანახადაც ასე უაზროდ ირჯებიან.
ამაზე უნდა წეროთ სპორტულმა ჟურნალისტებმა და თვითონ მოთამაშეებსაც მორიდების გარეშე უნდა უთხრათ რომ ასეთი რამ დაბალი დონის მანიშნებებელია.
მიქაუტაძეს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო ამ თამაშში, რომ არ ეღორათ თანაგუნდელებს და პასი მიეცათ
ჯუდო
01:09 22-03-2025
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული