მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, დაცვაში მომავალშიც ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც სომხეთში.

ვფიქრობ, მოტივაციის პრობლემა არ იქნება. გარკვეული ცვლილებები მოსალოდნლია, შანსს სხვებიც მიიღებენ. ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა მყავს, კონკურენცია არსებობს და მოტივაციის კუთხით არანაირი გართულება არ გამაჩნია.

მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს, ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილს დავეყრდნობით.

ლაცაბიძის მონაცემების ნახვა
უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს, ბევრს სწავლობს.

ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება.

გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო საბა გოგლიჩიძე.

იტალიაში ქართველმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს და ეს გრძელდება."
მკითხველის კომენტარები / 22 /
გამიხარდა ლოჩო რომ კარგადაა... ჯანმრთელობა ბიჭებს !!!
Talo
16:23 22-03-2025
0
არაა საჭირო ცვლილებები, ისე უნდა დავადუღოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ მინიმუმ 100 წელი ჩვენთან ფეხბურთზე სალაპარაკო არ ჰქონდეთ!!! ცვლილებები ამხანაგურებში, რამდენიც უნდათ. ოფიციალურში კი ძირითადი ბირთვი კიდევ უფრო უნდა შეთამაშდეს, ნამდვილად არ გვაწყენს ახალი შესარჩევისთვის. პლიუს, ბიჭებს სტატისტიკაც ჭირდებათ. ჰკა ხვიჩა!!! დაწერეთ საუკუნოვანი ისტორია, ბიჭებო!
არავითარი მოდუნება!
19:13 22-03-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული