ვინ არის ქართველი მწვრთნელი, რომელიც "კიოლნის" ასაკობრივ გუნდს წვრთნის

AutoSharing Option
ცნობილი პრობლემაა, რომ დღესდღეობით ქართველი ფეხბურთელები ვერ ახერხებენ წამყვან ევროპულ კლუბებში მოხვედრას. ასეთივე პრობლემები აქვთ ქართველ მწვრთნელებს, მათი სამუშაო არეალი ძალიან მცირეა. ძირითადი ნაწილი საქართველოს ჩემპიონატში არის დასაქმებული ან სულაც უსამსახუროდაა. 

დღეს ერთ-ერთ საინტერესო მწვრთნელზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც შეძლო გერმანულ საფეხბურთო ასპარეზზე გასვლა.

ეს პიროვნება გიორგი ელიზბარაშვილია, მან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ სწავ­ლა კი­ოლ­ნის სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში განაგრძო და იქ მიიღო მწვრთნელის ლიცენზია.

კლაუს ტოპმიულერის დროს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა, იყო ლოთარ მათეუსის ასისტენტი  ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ "კიონიგსფორდის" 18
წლამდელები გაიყვანა მეორე ბუნდესლიგაში და ახლა "ფორტუნა კიოლნის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნის.

Sportall.Ge

გიორგიმ ამ ზაფხულს იმდენი მოახერხა, რომ შესარჩევში კონკურენტი "სპორტპარკი" 11:1 დაამარცხა და  გუნდი 19-წლამდელთა პირველ ბუნდესლიგაში გაიყვანა. მისი კონკურენტები არიან ისეთი გუნდები, როგორებიცაა: დორტმუნდის "ბორუსია" , "ლივერკუზენი", "შალკე" და ა.შ.

19-წლამდელთა ბუნდესლიგა სულ რაღაც ოთხი ტურია დაიწყო და ჯერჯერობით ჩვენებურის გუნდს ქულა არა აქვს, მაგრამ ქართველი მწვრთნელის გუნდი ახლა ეჩვევა უმაღლესს და მალე მოგებებსაც დაიწყებს. შემდეგი დაპირისპირება კლუბს 10 სექტემბერს "დორტმუნდთან" აქვს და ვიმედოვნებთ, ქართველი პირველ ქულებს ჩაიწერს ცხრილში. 

საქართველოში მუშაობაზე და დაბრუნებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ასეთია: "რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს ჩემ­ში ყო­ველ­თ­ვის სენ­ტი­მენ­ტა­ლურ გრძნო­ბებს იწ­ვევს. სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩე­მი სამ­შობ­ლოა, აქ გა­ვი­ზარ­დე, აქაა ჩე­მი ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი, ჩე­მი ფეს­ვე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ქარ­თულ ფეხ­ბურთს ოდეს­მე დას­ჭირ­დე­ბა ჩე­მი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბა, მხარ­ში დგო­მა, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბი ახალ­გაზ­რ­და და არამარ­ტო ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლებს. ეს მხო­ლოდ ჩემს სურ­ვილ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბი მაქვს. რაც მთა­ვა­რია, წინ­ს­ვ­ლი­სა და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მაქვს, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნ­და, თუ ჩემს ქვე­ყა­ნას დავ­ჭირ­დე­ბი და შე­სა­ფე­რი­სი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სი­ა­მოვ­ნე­ბით გან­ვი­ხი­ლავ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ვი­ღებ, - განუცხადა ელიზბარაშვილმა ჟურნალ "გზას" ინტერვიუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბში  ქართველი ფეხბურთელი გოგა ხვედელიძე თამაშობს. გოგა 17 წლისაა, პოზიციით მცველია და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. მას მხოლოდ ერთი თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული, "პადებორნთან" თამაშში შეცვლაზე შევიდა და მოედანზე მთელი მეორე ტაიმი დაჰყო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასისტენტი არ უნდა ?? :D აქეთ წამოსვლა არც განიხილო მშვენიერ ადგილზე ხარ წარმატებები..
sportsdirector80@gmail.com
15:44 08-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული