რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში

AutoSharing Option
საბა კვირკველია პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოხვდა.

რუსულმა გამოცემა sports.ru-მ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში 59-ე ადგილზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი საბა კვირკველია მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 68 ფეხბურთელისგან შედგება და ფეხბურთელის მინიმალური წლიური შემოსავალი 1.5 მილიონი ევროა, "ლოკომოტივის" ერთბაშად 15 მოთამაშეა.

საუკეთესო ათეულში კი კვირკველიას ორი თანაგუნდელია. მე-2 ადგილზე 4.5 მილიონი ევროთი ხორვატი ლეგიონერი ვედრან ჩორლუკა გავიდა, მე-4 ადგილზე კი, 3.8 მილიონი ევროთი, მანუელ ფერნანდეშია.

ხოლო რეიტინგის პირველ
პოზიციას "ზენიტის" ლეგიონერი ლეანდრო პარედესი იკავებს, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.

58-ე ადგილზე ასევე 1.7 მილიონი ევროთი მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია არის.

სხვა ქართველი ფეხბურთელები რეიტინგში არ მოხვდნენ.

საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 5.8 მილიონი ევროა. ამჟამად კვირკველია თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

გაიგეთ ვაკო ყაზაიშვილის ხელფასი 2017 წელს:


გაიგეთ, როგორი ხელფასებია საქართველოს ჩემპიონატში:
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯიქია თუ ქართველია მე მაშინ უცხოპლანეტელი ვარ, არააა ეგ ქართველი ან რანაირი ქართველია?
roma
17:55 21-03-2018
8
კვირკველიას უფრო მეტი ხელფასი ქონია ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელს ერთად და მერე კიდევ უკვირს ხალხს რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები ქართული გუნდებიდანო.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული