ლუკა ზარანდიამ "კორონასთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
პოლონური "არკას" ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ "კორონასთან" თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ტრავმა მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი ამის გამო შეხვედრის მე-60 წუთზე შეცვალეს. ზარანდიას შესაძლოა მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება ჰქონდეს.

რამდენად სერიოზულია ტრავმა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში "არკამ" ნიკა კაჭარავას "კორონას" 1:0 სძლია და ფინალში გავიდა.

▶ ლუკა ზარანდიას შესანიშნავი დრიბლინგი, რის გამოც მეტოქემ "მოჩეხა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა, უფალმა დაგლოცოს და მალე გამოგაჯანმრთველოს.
gizog
15:17 18-04-2018
0
ძალიან სამწუხაროა რომ ტრავმა მიიღო არ უნდა დანებდეს და გააგრძელოს წინსვლა, ლუკამ ამ სეზონში აშკარად მოუმატა, იმედია ტრავმა სერიოზული არააა. ღმერთი შენსკენ.
roma
12:57 18-04-2018
0

სიახლეები პოპულარული