ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან: დარჩება თუ არა ქართველი "ხიმნასტიკში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესპანურ Diarimes.com-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გუნდსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით "ხიმნასტიკის" მიმდინარე სეზონს?
- ყოველ შეხვედრაში გუნდი წარმატებისთვის ბოლომდე იბრძვის. გვინდა, რომ წელს ადგილი შევინარჩუნოთ და მომავალ სეზონში იქნებ პრიმერა დივიზიონშიც გადავიდეთ.

- თქვენ დღეს კლუბის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხართ, მაგრამ ადრე მცირე დრო გეძლეოდათ...
- ეს ევროპაში ჩემთვის პირველი გამოწვევა იყო და ალბათ, ამიტომ... ჩემი ოჯახისგან მოშორებით ვიყავი... სათამაშო სტილი, ხალხი, ყველაფერი ახალი იყო.

ამიტომ დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში,
რადგან ამ ყველაფერს უფრო შევგუებოდი და შემდეგ უფრო წარმატებით დავბრუნდი.

- რომელი სჯობს, დანიის უმაღლესი დივიზიონი თუ ესპანეთის მეორე დივიზიონი?
- ჩემთვის ესპანეთის მეორე დივიზიონი უფრო ძლიერია, რადგან აქ უფრო ფიზიკურ დატვირთვებზე კეთდება აქცენტი.

- თქვენ ტარაგონაში გიორგი აბურჯანიას რჩევით გადმოხვედით, რომელიც ახლა "სევილიაში" თამაშობს...
- ჩვენ მეგობრები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობთ, როდესაც ბავშვები ვიყავით.

- რა შეიცვალა ოთარ კაკაბაძის თამაშში? ის ბრწყინვალედ გადაადგილდება ბურთთან ერთად...
- არ ვიცი, ვერ გეტყვით... ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია...

- რატომ ჰქონდა "ხიმნასტიკს" სეზონის საშინელი სტარტი?
- არ ვიცი, ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ტექნიკური სტაფი გვყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად უნდა ვიბრძოდეთ.

- გვპირდები, რომ მომავალ სეზონში კვლავ ტარაგონაში იქნები?
- მე ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს...

- მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება...
- დიახ, მაგრამ ამ მომენტისთვის მთლიანად "ხიმნასტიკზე" და მომავალი თვის თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. 7 თამაში კიდევ დაგვრჩა და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

- თამაშის ეს სტილი ჩვეულებრივი გახდა კაკაბაძისთვის, დრიბლინგით ჩამოიცილოს 2-3 მოთამაშე და ჩააწოდოს...
- დიახ, ამ სეზონში გუნდისთვის უფრო მეტად შესაბამისი ვარ და უკეთესად ვთამაშობ, ბევრი რამ ვისწავლე.

▶ ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ამიტომ დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში,რადგან ამ ყველაფერს შევგუებოდი...".აქ სიტყვა "რადგან" არასწორადაა ნახმარი,მის ნაცვლად უნდა იყოს სიტყვა "რათა".სიტყვა რადგან იხმარება დაახლოებით"იმიტომ რომ"-ის მნიშვნელობით და შეეხება წარსულს,ხოლო სიტყვა "რათა",იხმარება სიტყვების "იმისათვის რომ" მნიშვნელობით და შეეხება მომავალს.ქართული ენის სპეციალისტი არა ვარ და უფრო კვალიფიციურად ვერ ჩამოვაყალიბებ,მაგრამ ამას ნებისმიერი ქართული ენის პედაგოგი უფრო გასაგები ფორმით აგიხსნით.
გთხოვთ საწყენად ნუ მიიღებთ,მით უფრო,რომ იგივე შეცდომას, ძალიან ბევრი უშვებს.პატივისცემით სოსო.
სტატიის ავტორს
12:29 19-04-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული