ინგლისური პრესა: "ლესტერის" მწვრთნელს საბა კვირკველიას დამატება სურს

AutoSharing Option
ინგლისური Mirror-ი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის, საბა კვირკველიას "ლესტერში" შესაძლო ტრანსფერზე წერს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის დამატება "მელიების" მთავარი მწვრთნელის, კლოდ პიუელის სურვილია.

ფრანგ სპეციალისტს სურს, კვირკველია "ვესტ ბრომვიჩიდან" ნაყიდ ჯონ ევანსს შეუწყვილოს.

საბამ რამდენიმე დღის წინ Sportall.ge-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ყველაფერს ნათელი მალე მოეფინებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ლესტერი" 2015/16 წლების სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, 2017/18 წლებში კი მე-9 ადგილი დაიკავა.

altleicestermercury:

კვირკველიას რეპუტაცია გაცილებით გაიზარდა და ის "ლესტერის" სამიზნეა

altსაბა კვირკველია: კონკრეტულად "ლესტერზეა" საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ!

altქართული მიდი-მოდი... კვირკველიას ვარიანტი პრემიერლიგაში, არაბიძის მოლოდინი და უკლუბოდ დარჩენილი ფეხბურთელები

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ლესტერი როცა შანსი გაქვს კარიერა გროზნოს ტერეკში გააგრძელო
კადიროვის დამქაში
17:22 15-06-2018
2
რა ლიგაში თამაშის შანსი, შანსი გაქ პრემიერლიგაში გადახვიდე და უნდა გამოიყენო, ხვალ ღმერთმა ნუ ქნას შეიძლება ტრავმა მიიღო და ლოკომოყივიც უკან დაგრჩეს, ამიტომ ,,რაც შენსკენ გამოფრინდება ყველაფერი უნდა დაიჭირო" როგორც ტონი მონტანა იტყოდა DD.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული