
ზოგმა გუნდი დატოვა, ზოგმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა, ზოგი კი ახალი კლუბის მოლოდინშია. ყველაფერ ამის შესახებ კი Sportall.ge ქვემოთ მოგითხრობთ.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ არნემის "ვიტესს" დატოვებს და აშშ-ში გადაინაცვლებს გურამ კაშია.
საქართველოს ნაკრების მცველი 8-წლიანი ერთგულების შემდეგ "სან ხოსეში" გადაბარგდება, სადაც მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ვაკო ყაზაიშვილიც ირიცხება.
გურამ კაშია "სან ხოსეში" მიმდინარე კვირაში გადავა
როგორც ესპანური მედია
მას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
როგორც მან Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა, ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.
საბა კვირკველია: კონკრეტულად "ლესტერზეა" საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ!
ჩვენებურმა ქალაქ ფამაგუსტას კლუბთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" გადავიდა
ამის შესახებ იტალიური მედიაც ვარაუდობს და წერს, რომ ტოსკანური გუნდი მას გაუშვებს, თანაც, მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი უსრულდება.
ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, "ემპოლის" დატოვებს
ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ სად გააგრძელებენ კარიერას ეს ფეხბურთელები.
"კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა გიორგი ლორია და ახალი 1+1 კონტრაქტიც გააფორმა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გასული სეზონი "ანჟიში" გაატარა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა.
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
დიდი ალბათობით, ლუგანსკური კლუბის ძირითადი მეკარე ლუნინი "ნაპოლიში" გადაინაცვლებს და გუნდის ძირითადი კიპერიც მახარაძე უნდა გახდეს.
ზაურ მახარაძე მომავალ სეზონში ახალ კლუბში იასპარეზებს
ვატო არველაძე "კორონაში" გადავიდა
დაანონსებულია, რომ კარგ ევროპულ გუნდში მალე უნდა გადავიდეს გიორგი არაბიძე.
გია ცეცაძე: გიორგი არაბიძე კარგ გუნდში გადადის და ამიტომ არ გამოვიძახე
"რიო ავე" უნდა დატოვოს გიორგი მაკარიძემ, რომელსაც კლუბში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.
დიდი ალბათობით, "სლოვაცკო" გაანათხოვრებს ირაკლი სიხარულიძეს, ვისაც ჩეხეთის ჩემპიონატში კარიერა ვერ აეწყო.
ნაკლებად სავარაუდოა ზაფხულში გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი, რომელმაც ტრავმა მიიღო და 3 თვე უქმობა მოუწევს.
არადა, ვრცელდებოდა ხმები, რომ მისით უფრო ძლიერი გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე "რაპიდია".
გიორგი ქვილითაია: ტრავმამ ბევრი რამე შეცვალა... ახლა არ ვიცი, რა იქნება
Sportall.ge-სთან ინტერვიუში კი მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
იტალიის სერია B-ს გუნდში გააგრძელებს კარიერას 17 წლის დავით ლორთქიფანიძე.
ის "პადოვაში" ჩაირიცხა. როგორც ლორთქიფანიძემ Sportall.ge-ს განუცხადა, ის შესაძლოა პირველ გუნდშიც ათამაშონ.17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა
ბოლოს გეტყვით, რომ დემეტრე ბულისკერიას დამატებით იტალიის სერია A-ს კლუბი ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი